თეგებით ძიება

„არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი“ - იაგო ხვიჩია

„ჩემი აზ­რით, არც აქამ­დე არ უნდა მი­ე­ცათ ფული სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის­თვის – შენ თუ მთავ­რო­ბას აძ­ლევ ფულს და მთავ­რო­ბა ამ ფულს ხარ­ჯავს, გა­მო­დის, რომ და­ა­ფი­ნან­სე მთავ­რო­ბა და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი“, – ამის შე­სა­ხებ „გირ­ჩის” დე­პუ­ტატ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ გა­ნა­ცხა­და.

აღნიშნულით დეპუტატი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბის გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას შეძ­ლებს.

„ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” გან­სა­კუთ­რე­ბით, ბოლო პე­რი­ო­დის ნა­ბი­ჯე­ბი ჩვენ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას გვა­შო­რებს. ამი­ტომ, მგო­ნია, რომ ჩვე­ნი ამო­ცა­ნა, რომ სექ­ტემ­ბერ­ში ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და­ვას­რუ­ლოთ, უც­ვლე­ლი რჩე­ბა.

ეს ჩვენ­თვის რომ არა­ვის ეთ­ქვა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ისე­დაც კარ­გად გვეს­მო­და, რომ გა­სა­კე­თე­ბე­ლია. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და­სავ­ლეთ­თან, და­სავ­ლე­თის პა­სუ­ხი და ა.შ. ჩვენ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რად­გან „ქარ­თულ ოც­ნე­ბას” არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ ჩვენს და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ეშ­ვე­ლე­ბა თუ ჩვენ, რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას შევ­ძლებთ”, – გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

ამავე კონტექსტში ხვიჩიამ, ევროკავშირის მხრიდან თავ­დაც­ვის სფე­როს მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ყო­ფი­ლი ფინანსების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავ­რო­ბის­თვის არც აქამ­დე უნდა მი­ე­ცათ.

„ჩემი აზ­რით, არც აქამ­დე უნდა მი­ე­ცათ ფული არ­ცერ­თი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის­თვის და ის უნდა მოხ­მა­რე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­აზ­რე­ბა­სა და შე­სის­ხლხორ­ცე­ბას, რა­ზე­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე და­სავ­ლე­თი დგას. შენ თუ მთავ­რო­ბას აძ­ლევ ფულს და მთავ­რო­ბა ამ ფულს ხარ­ჯავს, გა­მო­დის რომ და­ა­ფი­ნან­სე მთავ­რო­ბა და არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი.

და თუ მარ­თლა გინ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში გაძ­ლი­ერ­დეს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­საც და­სავ­ლე­თი უჭერს მხარს და რა­ზეც დგას თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცია, თუ გინ­და, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ა­გე­ბი­ნო და ა.შ, ფული მთავ­რო­ბას კი არ უნდა მის­ცე სა­ხარ­ჯა­ვად, არა­მედ, პი­რი­ქით – უნდა გა­მო­ი­ყე­ნო იმა­ში, რომ გა­კონ­ტროლ­დეს მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბი”. – აღ­ნიშ­ნა იაგო ხვი­ჩი­ამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა