თეგებით ძიება
25. 07. 2024 სპორტი

"მორიგი სირცხვილი გვაჭამა „ბათუმის დინამომ“ - რას წერს გოგა ჩანადირი?

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოს“ აკრიტიკებს.

როგორც ჩანს გოგა ჩანადირის კრიტიკა გუნდმა, ახლა ხანს „დეჩიჩთან“ გამართული მატჩის შედეგის გამო გამოიწვია.

"უთავმოყვარეო და უნამუსო გუნდია ბათუმის "დინამო" და უთავმოყვარეო და უნამუსო ხელმძღვანელობაც ჰყავს.

ასეთი გულშემატკივრები გყავდეს, ასეთი სტადიონი გქონდეს, ასეთი სპონსორები გყავდეს და პირველ წრეებსაც კი ვერ გადიოდე ევროთასებზე, უბრალოდ, უნდა ადგე, გუნდი დატოვო და გზა იმ ხალხს დაუთმო, ვინც შენზე უკეთესად აკეთებს საქმეს და თან, კეთილსინდისიერად.

ის, რომ ასე უღირსი შედეგები გაქვს, ესე იგი, საქმეს არასწორად, ძალიან ცუდად და არაპატიოსნად აკეთებ.

მორიგი სირცხვილი გვაჭამა ბააუმის "დინამომ" დღეს - შინ "დეჩიჩთან" 2:0 წააგო და წააგო გუნდთან, რომელმაც თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგის შესარჩევის პირველ წრეში 3:0 წააგო.

ანუ, ბათუმმა ბანძ გუნდთან წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად უარესი ბანძია.

პირობას ვდებ, რომ ამ და თბილისის "დინამოს" თამაშებს აღარ ვუყურებ, ვიდრე ეს ხელმძღვანელობა ჰყავთ და ვიდრე ასე სამარცხვინოდ და უთავმოყვარეოდ თამაშობენ ფეხბურთს.

სხვას ვერაფერს ვფიქრობ, გარდა იმისია, რომ ორივე დინამო კორუფციაში, თაღლითობაში, არაპროფესიონალიზმში იხრჩობა.

სირცხვილი თქვენ!", - წერს ფოტოგრაფი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა