თეგებით ძიება
31. 07. 2024 მსოფლიო

ირანი მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ირანის ტერიტორიაზე ისმაილ ჰანიეს მოწამეობრივი მკვლელობისთვის - აიათოლა ალი ხამენეი

ირანი თავის მოვალეობად მიიჩნევს, შური იძიოს ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჰანიეს მოწამეობრივი მკვლელობისთვის, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ჰანიეს მკვლელობით კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა მოამზადა სასტიკი სასჯელის საფუძველი.

ხამენეის განცხადებით, მოწამე ჰანიემ მრავალი წლის განმავლობაში ძვირფასი სიცოცხლე მიუძღვნა წინააღმდეგობას და მზად იყო მოწამეობისთვის და ამ გზით შესწირა თავისი შვილები და ხალხი.

„ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე გასულ ღამეს თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისმაილ ჰანიეს ლაჩრული მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა