თბილისში ქალის დაჩეხილი ცხედარი იპოვეს
თბილისში ქალის დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. მას მრავლობითი დაზიანებები სავარაუდოდ ნაჯახით აქვს მიყენებული.
არსებული ცნობით, ქალის ცხედარი სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ იპოვეს, რაც პოლიციაში დარეკა მისმა შვილმა, რომელიც დედას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, მოკლული მოვაჭრე იყო და რამდენიმე ობიექტი ჰქონდა გაქირავებული.