ბანკებმა 10 თვეში 2.6 მილიარდის მოგება მიიღეს - 13 ბანკი მოგებაზეა, 4 კი ზარალზე
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის 10 თვის განმავლობაში 2.6 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 304 მილიონი ლარით, ანუ 13%-ით მეტია.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომელმაც 2024 წლის 10 თვეში 1.26 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, მეორე პოზიციას 985 მილიონი ლარით "თიბისი" იკავებს, მესამეზე კი "ლიბერთია" 95 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.
სტატისტიკის თანახმად, 4 კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 9.9 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი" 3.8 მილიონი ლარი, "პეისერა" 1 მილიონი ლარით და "პეივბანკი" 700 ათასი ლარით.
კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები 2024 წლის 10 თვეში:
1.საქართველოს ბანკი - 1,267 მილიონი ლარი;
2.თი–ბი–სი ბანკი - 985 მილიონი ლარი;
3.ლიბერთი ბანკი - 95 მილიონი ლარი;
4.ბაზისბანკი - 65 მილიონი ლარი;
5.კრედო ბანკი - 51 მილიონი ლარი;
6.ქართუ ბანკი - 43 მილიონი ლარი;
7.პროკრედიტ ბანკი - 28 მილიონი ლარი;
8.ტერა ბანკი - 27 მილიონი ლარი;
9.ხალიკ ბანკი -16.2 მილიონი ლარი;