ევროკომისიამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რათა მოემზადოს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებისთვის - Financial Times
ევროკომისიამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რათა მოემზადოს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
როგორც ამოცემა Financial Times-ი აღნიშნავს, ევროკავშირი ავითარებს სტრატეგიებს ვაშინგტონის პოლიტიკაში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძოდ, ისეთ საკითხებში, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა და უკრაინის მხარდაჭერა.
ჯგუფი ასევე განსაზღვრავს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კამალა ჰარისის პრეზიდენტობას ევროკავშირზე და როგორ უნდა მოემზადოს ბრიუსელი არჩევნების შემდეგ პოლიტიკის ცვლილებებისთვის.
ევროკომისიის ჯგუფში შედიან თანამდებობის პირები, რომლებიც წარმოადგენენ კომისიის შესაბამის სამმართველოებს, რომლებიც მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ვაჭრობა, კონკურენცია და საგარეო საქმეები.