აშშ-მ 50 რუსული ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
50-ზე მეტ რუსულ ბანკს, 40 ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს და ფინანსურ სექტორთან ასოცირებულ 15 თანამდებობის პირს აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) განაცხადა.
სანქცირებულთა შორის არის Газпромбанк, რომელიც სანქცირებულია ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიერ. გარდა ამისა, დასანქცირდნენ БКС ბანკი, Центркредит, ДОМ.РФ, Синара და სხვები.
OFAC-ის განცხადებაში ასევე საუბარია რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ათზე მეტ თანამშრომელზე, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ორი მოადგილე – ვლადიმერ ჩისტიუხინი და დიმიტრი ტულინი.
როგორც სააგენტო ТАСС უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, Газпромбанк-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ხელს არ შეუშლის ქვეყანას “უზრუნველყოს საიმედო ენერგომომარაგება.”
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული ახალი სანქციების შედეგებს სწავლობს სლოვაკეთიც, რომელიც ასევე აგრძელებს გაზის იმპორტს რუსეთის ფედერაციიდან.