იაპონიაში 1898 წლის შემდეგ პირველად, ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, 1898 წლის შემდეგ პირველად ივლისი ქვეყანაში ყველაზე ცხელი თვე იყო.
მათივე ცნობით, თითქმის ყველა რეგიონში, საშუალო ტემპერატურაც კი მაღალი იყო, ჩრდილოეთში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 2,6 გრადუსით იყო მომატებული.
იაპონელი სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ აგვისტოც საშუალოზე ცხელი იქნება. ელოდებიან, რომ ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს, განსაკუთრებით, თვის პირველ ნახევარში.