თეგებით ძიება
02. 08. 2024 მსოფლიო

ჩვენს დროს ეს არ მოხდებოდა, არ მოგვიწევდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გათავისუფლება - დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, დაკავებულების გაცვლა “გამარჯვებაა პუტინისთვის”. ამის შესახებ მან ტელეარხ Fox Business-ის ეთერში განაცხადა.

The Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების შესახებ საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან დაკავებულების დაბრუნება კარგია აშშ-სთვის, მაგრამ განაცხადა, რომ პირობები, რომელთა მეშვეობითაც ეს მოხდა, “ძალიან ცუდია”.

“ჩვენს დროს ეს არ მოხდებოდა. ჩვენ მას [გერშკოვიჩს] დავიბრუნებდით. არაფრის გადახდა არ მოგვიწევდა. არ მოგვიწევდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გათავისუფლება, რადგან სწორედ ეს მოხდა, როგორც იცით”, - განაცხადა ტრამპმა.

მედია წერს, რომ სავარაუდოდ, ტრამპი “ეფესბეს” ოფიცერს ვადიმ კრასიკოვს გულისხმობდა, რომელიც გერმანიაში 2019 წელს გაასამართლეს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა