კამალა ჰარისმა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის საკმარისი რაოდენობის ხმები უკვე მიიღო - CNN
„დემოკრატიული“ პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმი ჰარისონმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა საკმარისი რაოდენობის ხმები მიიღო „დემოკრატი" დელეგატებისგან, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კამალა ჰარისის ნომინირება ოფიციალური გახდება მას შემდეგ, რაც პარტიის ვირტუალური კენჭისყრა ორშაბათს დასრულდება.
რაც შეეხებათ რესპუბლიკელებს, როგორც ცნობილია, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპია.