რუსეთის ციხეში უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე პიანისტი მშრალი შიმშილის შედეგად გარდაიცვალა
პიანისტი პაველ კუშნირი გარდაიცვალა ბირობიჟანის წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობის შემდეგ.
მედიის ეს ინფორმაცია მისმა მეგობარმა ოლგა შკრიგუნოვამ და Sitting Rus’ Foundation-ის ხელმძღვანელმა ოლგა რომანოვამ დაუდასტურეს.
კუშნირი 2024 წლის მაისში დააკავეს “ტერორიზმისკენ მოწოდების” ბრალდებით. მიზეზი მის YouTube არხზე ომის საწინააღმდეგო ვიდეოები იყო, რომელიც ხუთმა ადამიანმა გამოიწერა.
არხზე მან პოეტურად გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა: კანონები და ომი უკრაინაში.
მან ასევე გამოსცა ომის საწინააღმდეგო წიგნი.
კუშნირმა დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის კონსერვატორია. 2023 წელს გახდა ბირობიჟანის რეგიონალური ფილარმონიის სოლისტი.