თეგებით ძიება
06. 08. 2024 მსოფლიო

მოლდოვის მოქალაქემ სანაძლეოს გამო დნესტრი გადაცურა, მეორე ნაპირზე კი უკრანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს

მოლდოვის მოქალაქემ სანაძლეოს გამო გადაცურა მდინარე დნესტრი და 5 წლით აეკრძალა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური (SBSU) ტელეგრამის არხზე იტყობინება.

„კაცმა ფსონი დადო, რომ მდინარეს გადაცურავდა. ასეც მოიქცა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ეს იყო მდინარე, რომელიც გადიოდა მოლდოვასა და უკრაინის საზღვარზე“, - ნათქვამია სასაზღვრო სააგენტოს განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ მამაკაცი მოპირდაპირე ნაპირზე დააკავეს მესაზღვრეებმა და დააბრუნეს მოლდოვაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უკრაინაში ვიზიტის აკრძალვით.

პრაიმტაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა