ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, „ჰამასის“ პოლიტიკურ მეთაურად იაჰია სინვარი დაინიშნა
„ჰამასის“ პოლიტიკური მეთაური ღაზის სექტორში დაჯგუფების ლიდერი იაჰია სინვარი გახდა.
სინვარი ამ თანამდებობაზე 31 ივლისს თეირანში მოკლულ ისმაილ ჰანიეს შეცვლის.
ცნობისთვის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრა. ამის შემდეგ აშშ-მა რეგიონში სამხედრო თვითმფრინავების ესკადრილია და დამატებითი სამხედრო გემები გააგზავნა.