თეგებით ძიება
08. 08. 2024 მსოფლიო

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული მედია ავრცელებს.

კანონი კრძალავს განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან და/ან გენდერულ იდენტობასთან (ბიოლოგიური სქესის გარდა) დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდას, პოპულარიზაციას ან წაქეზებას.

ბულგარეთის პარლამენტის წევრმა, კოსტადინ კოსტადინოვმა განაცხადა, რომ ცვლილებების მიღება ისტორიული გარღვევაა.

"ეს კანონი განსაზღვრავს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ტერმინს, რაც ახალი პრაქტიკაა ევროპაში, რადგან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში თანდათანობით დაიწყო იმ არგუმენტის დანერგვა, რომ არ არსებობს ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. რის დაწესებასაც ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, ბულგარეთში ეს ახლა ჩავარდა. ამრიგად, ბულგარეთმა დადებითი მაგალითი აჩვენა, რომელსაც შესაძლოა სხვა ქვეყნებიც მოჰყვნენ ძალიან მალე“, - განაცხადა კოსტადინ კოსტადინოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა