თეგებით ძიება
09. 08. 2024 მსოფლიო

რუსეთმა კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ვლადიმერ პუტინმა, 9 აგვისტოს, კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა "ფედერალურ დონეზე" გამოაცხადა. ოთხი დღის წინ, უკრაინის შეარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტზე კონტროლი დაამყარეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ფაქტს "კიევის მასშტაბური პროვოკაცია" უწოდა და ორი დღის შემდეგ ოლქის მოსახლეობას, რომელთაც სამხედრო მოქმედებების გამო სახლების დატოვება მოუწიათ, 10 ათასი რუბლის გადაცემას დაჰპირდა, რაც დაახლოებით 310 ლარია.

უკრაინის ოფიციალური უწყებები რამდენიმე დღის განმავლობაში დუმდნენ, თუმცა 8 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა — მიხაილო პოდოლიაკმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერს რომ: "რუსეთი მუდამ მოიმკის იმას, რაც დათესა"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა