უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 20-ზე მეტი კადიროველი დაატყვევეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების პროექტის, Хочу жить ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში დაახლოებით ოცზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.
„ისინი ცდილობდნენ გაქცევას, რათა არ დატყვევებულიყვნენ, რადგან რამზან კადიროვმა ერთხელ თქვა, რომ ახმატის მებრძოლები არ ნებდებიან“, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
ამ პოსტის გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კადიროვი ამტკიცებდა, რომ ახმატის მებრძოლებმა, 810-ე ცალკეულ ბრიგადასთან ერთად, „უკრაინული ტექნიკის კოლონა და სამხედროები გაანადგურეს“.
მას დატყვევებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
შეგახსენებთ, უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. მას შემდეგ რეგიონში ბრძოლა გრძელდება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადგილობრივი. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით კი, კურსკის ოლქიდან 76 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 30-35 კილომეტრის მანძილით წაიწიეს წინ.