თეგებით ძიება
13. 08. 2024 მსოფლიო

საბერძნეთი ხანძარს ებრძვის - დაკვამლიანების გამო ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ათენის გარეუბანში გაჩენილი ტყის ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქს უახლოვდება და საფრთხეს უქმნის.  ხანძარმა უკვე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკვამლიანების გამო ათეულობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარება „უკიდურესად რთულია“. ამ დრომდე სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე მაშველი ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებს.

ეპიცენტრში მობილიზებულია 700-ზე მეტი მეხანძრე და მოხალისე, 200-მდე სახანძრო ავტომობილი და 35 სპეციალური თვითმფრინავი. 

ათენის ჩრდილოეთით მდებარე უბნებიდან მოსახლეობის სასწრაფო წესით ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს სტიქიური უბედურების ზონაში ჩარჩენილი ადამიანები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაჰყავთ. ევაკუაციის პარალელურად ორიათასი მეხანძრე და სამხედრო სტიქიის ლოკალიზებას ცდილობს. ათენის ცაზე ოცდათორმეტი თვითმფრინავია მობილიზებული. ძლიერი ქარის გამო სპეც ტექნიკას ხილვადობის არეალი შეზღუდული აქვს, რაც ქრობის პროცესს აფერხებს.

საბერძნეთში ტყის ხანძრები ხშირად ფიქსირდება ცხელი და მშრალი ამინდის გამო, თუმცა სპეციალისტების თქმით, ბოლო დროს ხანძრები უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა, მიზეზი კი კლიმატის ცვლილებებია.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ტყის ხანძრები ფიქსირდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ესპანეთში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა