ეკლესიამ უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს დახმარებაზე, რუსეთმაც უარი უთხრა.. ოცნება სასტიკად წააგებს არჩევნებს 26 ოქტომბერს! - ბაია პატარაია
უფლებადამცველი, ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას გამოეხმაურა:
„ეკლესიამ უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს დახმარებაზე; რუსეთმაც უარი უთხრა: დაივიწყეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო; ევროკავშირისაგან და ნატოსგანაც ხომ უარია; ხოდა ეს მარტო დარჩენილი რუსი ოლიგარქი ვითომ რატომ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა??? ვის რაში სჭირდება ასეთი მარგინალიზებული და ლუზერი პოლიტიკური ძალა?
ოცნება სასტიკად წააგებს არჩევნებს 26 ოქტომბერს! ჩვენი კი თითოეული მოქალაქის ხმას დავიცავთ!“ წერს პატარაია.