ქრისტე იშვა, ამ უდიდეს დღესასწაულს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვულოცავ მთელ საქართველოს - კახა კალაძე
დაე, შობის სიხარული და მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კახა კალაძე მოქალაქეებს შობის დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტე იშვა, გილოცავთ! უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი სიკეთის გამარჯვების, რწმენის უძლეველობის, სინათლის მარადიულობის.
ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ უდიდეს დღესასწაულს! ვულოცავ მთელ საქართველოს! დაე, შობის სიხარული და მისი მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას!“ – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.