თეგებით ძიება

სერბეთი არასდროს გახდება ნატოს წევრი - სერბეთის ვიცე-პრემიერი

სერბეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ვულინმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს გახდება ნატოს წევრი.

"როგორც მოგეხსენებათ, სერბეთი რუსეთის არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორია. სერბეთი რუსეთის მოკავშირეა. ზუსტად ამიტომ განვიცდით დიდ წნეხს დასავლეთისგან. თუმცა სერბეთი, რომელსაც ალექსანდარ ვუჩიჩი მართავს, არასდროს გახდება ნატოს წევრი“, - თქვა მან.

ვულიმნა აგრეთვე აღნიშნა, რომ სერბეთი არასდროს შემოიღებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და საკუთარ ტერიტორიებს ანტირუსული ოპერაციებისთვის არ გამოიყენებს. „სერბეთი არ გახდება ანტირუსული ისტერიის ნაწილი“, - დასძინა ვიცე-პრემიერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა