„ამ ახალ წელს მიშამ უნდა მიულოცოს გამარჯვებულ საქართველოს დამდეგი შობა- ახალი წელი“ - მეგი გოცირიძე
მიშა უნდა დავიხსნათ, უნდა გამოვაჯანმრთელოდ ბოლომდე, ვადამდელი უნდა დავანიშნინოთ მანქურთებს და ქვეყანა გადავარჩინოთ - ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სოციალურ ქსელში 2021 წლის ფეისბუქ-პოსტს აზიარებს:
ეს პოსტი 2021წ. 24 ოქტომბერს დამიწერია ....
არ დაგვავიწყდეს, სრულიად ჯანმრთელი მიშა იმიტომ კი არ ჩამოვიდა და ჩაჯდა, რომ თავი დაეავადმყოფებინა და გორის ჰოსპიტალში მოხვედრილიყო სამკურნალოდ, პოლიტიკური პროცესის გასაცოცხლებლად, ქვეყნის გადასარჩენად ჩამოვიდა და თავი გაწირა ქვეყნის თავისუფლებისთვის, საკუთარი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება დადო სასწორზე, ჩვენი მოდუნება და მიშასთან ერთად ქვეყნის დაღუპა ერთი იქნება, მიშა უნდა დავიხსნათ, უნდა გამოვაჯანმრთელოდ ბოლომდე, ვადამდელი უნდა დავანიშნინოთ მანქურთებს და ქვეყანა გადავარჩინოთ, არ უნდა გვეგონოს, რომ მიშა საფრთხეში აღარაა, ან ჯანმრთელად არის და შეგვიძლია შედარებით მშვიდად ვიყოთ, ამ ახალ წელს მიშამ უნდა მიულოცოს გამარჯვებულ საქართველოს დამდეგი შობა- ახალი წელი, ცივ თონეში პურს ვერ გამოვაცხობთ, როგორც არ უნდა მოვინდომოთ, ბრძოლა გამარჯვებამდე, ბრძოლა წესების გარეშე✊ როცა ჭაობის მორევში ეფლობი და დიდი სისწრაფით გითრევს, შენ კი თეთრ ხელთათმანზე ფიქრობ, რომ არ გაგიჭუჭყიანდეს და ხელს არ ანძრევ, აუცილებლად ჩაიძირები და ტალახში ჩაიხრჩობი... - წერს მეგი გოცირიძე.