ამ ხალხსაც ხომ ვერ დააბრალებთ, რომ ომის გამჩაღებლები არიან, ითხოვენ ელჯიბიტი თემატიკის ფილმების გაშვებას, ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს - რას წერს ლევან ლორთქიფანიძე
პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:
დღეს საქართველოში ორი მოქმედი საპროტესტო კერაა, სადაც ადამიანები შიმშილობენ.
🔴 ორი თვეა ათობით ახალგაზრდა წელიწადში მილიარდ დოლარზე მეტი მოგების მქონე კომპანიისგან, Evolution Georgia-სგან ითხოვს ხელფასების მომატებასა და ღირსეულ შრომის პირობებს! კომპანია გაფიცულებს საუბრის ღირსადაც არ თვლის, მოშიმშილეებსა და მათ მხარდამჭერებს კუნთმაგარ ბრბოს უპირისპირებს.
შრომის მინისტრს არც კი წამოუკნავლია...
🔴 თითქმის ორასი დღეა დასახიჩრებული, მიწაგამოცლილი, ხეობებდამპალი, დანგრეული სოფლის - შუქრუთის მოქალაქეები კარავში სხედან და კომპენსაციებს ითხოვენ, საპროტესტო შიმშილობა გამოცხადებულია ჭიათურაშიც.
შრომის მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს (რომელიც იმდენს ლაპარაკობს, მგონი, უკვე თვითონაც ეზიზღება საკუთარი თავი) არც კი წამოუკნავლიათ.
🔸️ ამ ხალხსაც ხომ ვერ დააბრალებთ, რომ ომის გამჩაღებლები არიან, ითხოვენ ელჯიბიტი თემატიკის ფილმების გაშვებას ათი წლის ბავშვებისთვის, ებრძვიან ეკლესიას, პატრიარქს, ემსახურებიან გლობალურ ომის პარტიასა და მამაჩემის მამას! ვერ დააბრალებთ!
მიზერულ ხელფასზე უღირს პირობებში მომუშავე სტუდენტებსა და სახლებჩამონგრეულ, გაუბედურებულ ჭიათურელებს რას სთავაზობს "ქართული ოცნება"?
თუ ეს საკითხები პოლიტიკას არ ეხება?
თუ ამ ადამიანებმა იმით უნდა ინუგეშონ თავი, რომ ნეტფლიქსის ფილმის ჩართვამდე თენგიზა შარმანაშვილი (სააკაშვილის მიერ კონსტიტუციის დამახინჯების "გამპრავებელი" და შემდეგ სააკაშვილის მიერ სომხეთში ელჩად დაწინაურებული ედპშნიკი, რომელიც დღეს ჩვენ გვეძახის მიშისტებს) ამოხტება ეკრანზე და დახვეწილი გემოვნების უმთავრეს მახასიათებლებს განგვიმარტავს - წერს ლეევან ლორთქიფანიძე.