თეგებით ძიება

მაღალი ალბათობით ასეთი NGO დაფინანსება მომავალში შეწყდება - რას წერს გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში იმ არასამთავრობოების შესახებ წერს, რომლებიც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებას გეგმავენ:

ზოგიერთი NGO ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს რომ აქვეყნებს, თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეს, ეს ყველა უბედურებასთან ერთად პრაგმატული გაგებითაც სრული სიბრიყვეა.

ამით ისინი სამოქალაქო სუიციდის აქტს სჩადიან, რადგან მათი რეპუტაცია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ნადგურდება, არამედ დონორების თვალშიც ნულდება. ანუ, მაღალი ალბათობით მათი დაფინანსება მომავალში შეწყდება.

და თუ ისინი ამას მაინც აკეთებენ, მაშინ გამოდის რომ მაღალი ალბათობით მათი ეს ქმედება გამოწვეულია ისეთი იძულებითი ფაქტორებით (შიში, კონფორმიზმი, ფარული თანამშრომლობა), რაც მათდამი უნდობლობას კიდევ უფრო ამძაფრებს - წერს ხუხაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა