თეგებით ძიება

აშშ ერაყთან 2026 წლის ბოლომდე ჯარების გაყვანაზე შეთანხმდა - Reuters-ი

ერაყიდან აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციის ძალების გაყვანის შესახებ ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ეს უნდა მოხდეს რამდენიმე ეტაპად  2026 წლის ბოლომდე. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. 

დასავლური სადაზვერვო სააგენტოების წყაროების თანახმად, გეგმა ითვალისწინებს ასობით ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას, დანარჩენ ძალებს კი 2026 წლის ბოლომდე გაიყვანენ. 

ამავდროულად, აღნიშნულია, რომ მთლიანობაში შეთანხმებული გეგმა ვაშინგტონისა და ბაღდადის საბოლოო დამტკიცებას მოითხოვს. 

„გვაქვს შეთანხმება, ახლა მხოლოდ ერთი საკითხია დარჩენილი, როდის განვაცხადოთ საბოლოოდ“, - განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს.

მედიასაშუალების ცნობით, არსებობს შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიმდინარე თვეში გამოცხადდეს. 

„ოფიციალური განცხადება რამდენიმე კვირის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაიდო ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული რეგიონული ესკალაციის გამო“, - წერს მედია. 

გარდა ამისა, Reuters-ი წერს, რომ შეერთებული შტატები და ერაყი ასევე ცდილობენ ახალი საკონსულტაციო ურთიერთობების დამყარებას, რომლის წყალობითაც ზოგიერთი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ერაყში გაყვანის შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა