თეგებით ძიება

"მტკიცებულებები არსებობს, რომ დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა...“ - ნათია მეზვრიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არსებობს მტკიცებულებები, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმის ადგილას პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა.

როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, უკვე იკვეთება მტკიცებულებების განადგურება.

"დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს. ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად. მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ", - წერს მეზვრიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა