„ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა... სახის არეში ჰქონდა დაზიანებები“ - ექიმი გახარიას მდგომარეობაზე
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების უფროსმა, ჯუმბერ ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს კვლევები ჩაუტარდა და საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.
„მოქალაქე მოიყვანეს 02:34 წუთზე, სახის არეში ჰქონდა დაზიანებები. მისი გადმოცემით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სირთულის და გაეწერა კლინიკიდან. საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა. კონტაქტური და ადეკვატური იყო. ცხვირის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა, მაგრამ საოპერაციო, მძიმე შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა ექიმმა.
არსებული ინფორმაციით, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. აღნიშნული ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურში დაადასტურეს, თუმცა თავდასხმის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.