ჯერ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა, ის რომ საქართველო აგრესორი სახელმწიფოა და შემდეგ დაგეხმარებითო - დეკანოიძე ლავროვზე
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაეხმაროს და მას ცინიკურს უწოდებს.
"ლავროვმა თქვა: თუ საქართველო აღიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს - რუსეთი "მათ ურთიერთობების მოგვარებაში" დაეხმარება, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ წარსული გადააფასაო. ანუ, ჯერ აღიარეთ მათი დამოუკიდებლობა, ის რომ საქართველო აგრესორი სახელმწიფოა და შემდეგ დაგეხმარებითო (ცინიკურად). იმედმა ეს განცხადება დაამახინჯა, ქარდი გააკეთა, აღიარების ნაწილი ამოიღო და ასპონსორებს. პოსტვ-ის და სხვა პროპაგანდისტები აშეარებენ და აქებენ ლავროვს. ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს. რუსებზე რუსები არიან ეს მოღალატეები!", - წერს დეკანოიძე.