თეგებით ძიება
03. 10. 2024 მსოფლიო

ისრაელის გადაწყვეტილება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე არაპროდუქტიულია - მეთიუ მილერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების თაობაზე არაპროდუქტიულია.

„მსგავსი ნაბიჯები არ არის პროდუქტიული [ისრაელის] პოზიციის გასაუმჯობესებლად მსოფლიოში. გაერო წარმოუდგენლად მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებს ღაზაში. ის წარმოუდგენლად მნიშვნელოვან საქმეს ახორციელებს რეგიონში. და გაეროს, როდესაც ის საუკეთესოდ მოქმედებს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მანამდე ისრაელი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ისრაელის საგარეო უწყებამ ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუტერეშმა ვერ შეძლო „ერთმნიშვნელოვნად დაეგმო“ ირანის მასირებული შეტევა ისრაელზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა