თეგებით ძიება

შვიდი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში მიწვევას - Politico

უკრაინის ალიანსში მიწვევას ნატოს წევრი შვიდი ქვეყანა ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ Politico ვაშინგტონისა და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ოთხმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დიპლომატმა ანონიმურობის პირობით დასავლურ მედიას განუცხადა, გერმანია და აშშ არიან ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომლებიც აჭიანურებენ ზელენსკის მოწოდებას ნატოში გაწევრიანების დაუყოვნებლივ მიწვევის შესახებ. თუმცა, აშშ-ისა და გერმანიის გარდა, ამ საკითხს ალიანსის 5 წევრი მაინც ბლოკავს.

მედიის ცნობით, წინააღმდეგობას უწევენ უნგრეთი და სლოვაკეთიც. მათი ამჟამინდელი ლიდერები ძირითადად კრემლის მომხრეები არიან. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის სახსრები. თავის მხრივ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა რობერტ ფიკომ გააფრთხილა  დასავლეთი ამ თვის დასაწყისში, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში „კარგი საფუძველი იქნება მესამე მსოფლიო ომისთვის“ და აღნიშნა, რომ ის „არასდროს დათანხმდებოდა“ მას.

ნატოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაზეთს განუცხადა, რომ უკრაინის ბლოკში მიწვევის წინააღმდეგი არიან ბელგიაც, სლოვენია და ესპანეთიც. თუმცა, ისინი „იმალებიან აშშ-სა და გერმანიის ზურგს უკან“.

მეორე ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ეს ქვეყნები აბსტრაქტულად მხარს უჭერენ უკრაინის მიწვევას, მაგრამ როგორც კი საკითხი მატერიალიზებას მიუახლოვდება“, ისინი უფრო საჯაროდ დაიწყებენ ამ იდეის უარყოფას. ეს პოზიცია მათ წინააღმდეგობაში აყენებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით არიან განწყობილნი უკრაინის ნატოში მიწვევის იდეით.

ამასთან, „პოლიტიკო“ წერს, რომ არც აშშ და არც გერმანია არ გამორიცხავს უკრაინის შესაძლო შესვლას ალიანსში. ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია დიდი ხანია იყო, რომ ნატოში გაწევრიანება ომის დასრულების შემდეგ მოხდება, მაგრამ ვადები იქ არ არის დასახული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა