თეგებით ძიება
24. 11. 2024 მსოფლიო

ყოველ ათ წუთში რომელიმე ახლობლის ხელით ერთი ქალი კვდება - გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი

„გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის“ ბოლო ანგარიში გერმანიაში ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულების ზრდას ადასტურებს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ამ ქვეყანაში გენდერულ ნიადაგზე ძალადობას 360 ქალი ემსხვერპლა.

„ქალს თითქმის ყოველდღე კლავენ. ყოველ სამ წუთში ქალი ან გოგონა ოჯახში ძალადობას განიცდის. ყოველდღიურად 140 გერმანელი ქალი და გოგონა სექსუალურ ძალადობას ექვემდებარება“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.

„ქალისთვის სახლი, ფაქტობრივად, ყველაზე საშიში ადგილია, რადგან ფემიციდი განისაზღვრება, როგორც ქალის მკვლელობა მისი ახლობელი ადამიანის მიერ. ასეთი ახლობელი კი შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი, მეუღლე, ნათესავი და ა.შ. მკვლელობები, ძირითადად, ქალის მხრიდან საკუთარი ღირსების დაცვის მცდელობის დროს ხდება და ამიტომ მიიჩნევა, რომ ქალის მკვლელობა მისმა სქესმა განაპირობა“, - განმარტავს „გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ისლანდიაში, სტელა სამუელსდოთირი.

გერმანიის შესახებ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გაერთიანებული სამეფოს ანალოგიური ანგარიშის იდენტურია. ამდენად, ბუნებრივია, რომ დიდი ბრიტანეთის ოჯახებში ძალადობის მასშტაბების გამო, სამართალდამცავმა უწყებებმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

„ეს მიუღებელია. ეს არა მხოლოდ ქალებს, არამედ ყველა ჩვენგანს ეხება. ამ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ მკაფიოდ უნდა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და ეს უნდა გავაკეთოთ ყველგან - როგორც ინტერნეტში, ასევე ქუჩებში, ადგილობრივ თემებში და საკუთარ სახლებში, სადაც, სამწუხაროდ, ბევრი ასეთი ძალადობა ხდება“, - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შარშან ქალს, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში კლავდნენ, რაც წინა წელთან შედარებით კიდევ უფრო უარესი მაჩვენებელია, რადგან 2022 წელს ქალის მკვლელობა, საშუალოდ, 11 წუთში ერთხელ ხდებოდა.

ქალების მკვლელობის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იზრდება და გამონაკლისი არცერთი ქვეყანა არ არის

გენდერული ძალადობის ქვეშ მყოფი ქალებისა და გოგონების 86 პროცენტი ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც ასეთი ძალადობისგან სამართლებრივი დაცვა არ არსებობს და 19 წლამდე ასაკის ყოველი მეოთხე მოზარდი გოგონა ახლობლებისგან ძალადობას განიცდის.

„გენდერული თანასწორობის საკითხებში სერიოზული უკანდახევა შეინიშნება. ამ სფეროში წარუმატებლობას ყველგან ვხედავთ. ამჟამად ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სერიოზულიკრიზისებითა და კონფლიქტებით არის გამორჩეული. „გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის“ ანგარიშებში ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ასეთ ვითარებაში ბუნებრივად მატულობს ფემიციდი, რომელიც გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე და ექსტრემალური გამოვლინებაა“, - ამბობს სტელა სამუელსდოთირი.

ორშაბათს, 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს ასევე დაიწყება „გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის“ 16-დღიანი კამპანია და გამოქვეყნდება საერთაშორისო ანგარიში ფემიციდის შესახებ.

კვლევის მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ სიტუაცია უარესობისკენ იცვლება - მსოფლიოში ქალთა მკვლელობების რიცხვი იზრდება. ადრე ვამბობდით, რომ ყოველ თერთმეტ წუთში კლავენ ქალს, ახლა კი ვხედავთ, რომ ვითარება უფრო დამძიმდა - მსოფლიოში ქალს, მისი სქესის გამო, ყოველ ათ წუთში კლავენ. ეს დამთრგუნველი რიცხვებია და ძნელია იმასთან შეგუება, რომ 2024 წელსაც იგივე სურათი გვექნება“, - ამბობს სტელა.

მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე განსხვავებული მდგომარეობაა.

„ქალების მკვლელობათა უმეტესობა აზიაში ხდება, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აფრიკასა და ოკეანეთშია“.

„პრობლემის ფესვები უნდა ამოვძირკვოთ“

შემთხვევების რაოდენობა ევროპაში ყველაზე იდა 2010-2021 წლებში გენდერული ნიშნით ქალების მკვლელობები შემცირდა, მაგრამ ახლა რაღაც უარესობისკენ იცვლება.

„მედიიდან ვიგებთ, რომ ქალთა მკვლელობების მზარდი რაოდენობის გამო, დიდ ბრიტანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ეს სერიოზული ამბავია და ვშიშობ, რომ მსგავსი ფაქტების ზრდას სხვა ქვეყნებშიც ვიხილავთ“, - ვარაუდობს სტელა სამუელსდოთირი.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ უპირველესად პრობლემის ფესვებს, კერძოდ კი, ქალებისადმი მოძველებულ დამოკიდებულებას უნდა ვებრძოლოთ. უფრო მეტს უნდა მივაღწიოთ, თორემ არაფერი შეიცვლება. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ მხარდაჭერა, რომელიც მნიშვნელოვანია და რესურსები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარია, პრობლემის ფესვებემდე მივაღწიოთ და ამოვძირკვოთ“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა