„ჩემი ყველა დღე პირჯვრის გადაწერით იწყება და ღამე მამაო ჩვენოთი მთავრდება“ - გიორგი მიქაუტაძე (ვიდეო)
"ყველა გატანილი გოლის შემდეგ ცაში ღმერთს ვესაუბრები. უფლის თუ არ მწამს, აბა ვისი უნდა მწამდეს? ჩემი ყველა დღე სახლიდან გასვლის წინ პირჯვრის გადაწერით იწყება და ღამე მამაო ჩვენოთი მთავრდება.
იცი როგორ ვამბობ? ყველაფერი ღმერთის ნებაა. თუ აიაქსში წავედი და არ იმუშავა, ესეიგი ღმერთს არ უნდოდა, რომ იქ ამ ამბავს ემუშავა. დღეს თუ ლიონში გოლების გატანას დავიწყებ, ესეიგი ღმერთს ენდომება, რომ მე აქ რაღაც გამომივიდეს" - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლიონის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ Geo Team -თან ინტერვიუში ისაუბრა.