„ორეშნიკი“ არ არსებობს, ეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა - მიხაილო პოდოლიაკი
მიხეილ პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსული რაკეტა „ორეშნიკი“ სინამდვილეში არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თქმით, რაკეტა, რომელიც პუტინმა დნეპრში გამოიყენა, კლასიკური კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაა და არა ახალი ექსპერიმენტული ბალისტიკური იარაღი, რაზეც კრემლის ლიდერი საუბრობდა.
ორი დღის წინ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში საშუალო რადიუსის ახალი სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ წარმატებით გამოიყენა.