თეგებით ძიება
05. 01. 2025 მსოფლიო

ევროკავშირს და ნატო-ს სურთ ომში ჩვენი ჩათრევა, მე კი ღიად ვთქვი, რომ ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიცია ომის შეწყვეტაა - რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი

ევროკავშირს და ნატოს სურთ ომში ჩვენი ჩათრევა, მე კი ღიად ვთქვი, რომ ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიცია ომის შეწყვეტაა, - განაცხადა NEWSMAX-თან ინტერვიუში რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ.

ჯორჯესკუს თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოკლა ქვეყანაში დემოკრატია და კონსტიტუცია.

წამყვანის თქმით, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 24 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გაუქმებულად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კოორდინირებულ ონლაინ კამპანიას აწარმოებდა ჯოჯესკუს დასახმარებლად. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ხელახლა გაიმართება.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მოკლა ქვეყანაში დემოკრატია და კონსტიტუცია. სამწუხაროდ, ეს არის პრეცედენტი არამხოლოდ რუმინეთისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც. მათ სურთ უკრაინის ომში რუმინეთის ჩათრევა. მე კი ჩემი პოზიცია არაერთგზის ღიად გამოვხატე - მე ყოველთვის მშვიდობის მომხრე ვიყავი. ეს სურს პრეზიდენტ ტრამპსაც, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მისი მიზანია. მე ვარ მშვიდობის მომხრე, მათ კი ომი სურთ. ევროკავშირს და ნატოს სურთ ომში ჩვენი ჩათრევა, მე კი ღიად ვთქვი, რომ ჩემი და ჩემი ქვეყნის პოზიცია ომის შეწყვეტაა. როდესაც უცხოური მედიასაშუალებები, ტელევიზიები, სოციალური მედია მეკითხება უკრაინასთან დაკავშირებით, მე ვპასუხობ, რომ საჭიროა უკრაინისთვის ნებისმიერი კონტრიბუციის შეჩერება. ჩემი პოზიციაა - რუმინეთი უპირველეს ყოვლისა.

რატომ არ ცნო საკონსტიტუციო სასამართლომ პირველი ტურის შედეგები? ისე, როგორც დონალდ ტრამპის შემთხვევაში? მათ არ შეუძლიათ იმის გაცნობიერება, რომ ადამიანები აფასებენ მათ, ვინც არასტანდარტულად აზროვნებს, ვინც ღიაა ახალი შეხედულებებისთვის მშვიდობაზე და ცდილობს შეაფასოს რეალური პოლიტიკის ახალი განზომილებები. მაშინ, როდესაც რუმინელები ხმას აძლევდნენ ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, მათ გააუქმეს არჩევნების შედეგები იმ მიზეზით, რომ არჩევნებში მოხდა რუსეთის ჩარევა. როდესაც პრეზიდენტ იოჰანისს ბრიუსელში კითხვა დაუსვეს იმის შესახებ, არსებობდა თუ არა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მან უპასუხა, რომ არის მხოლოდ ეჭვი. არ არსებობს მტკიცებულებები. ამიტომ მივმართეთ 30 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს. სხდომის თავმჯდომარემ მიმართა სახელმწიფო ინსტიტუტებს, წარმოედგინათ მტკიცებულებები, მაგრამ მიიღო პასუხი, რომ მტკიცებულებები არ აქვთ“, - თქვა ჯორჯესკუმ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა