აშშ-ის შვიდ შტატში ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
აშშ-ში დიდთოვლობას და ყინვას ებრძვიან. ამინდის გაუარესების გამო შვიდ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვაშინგტონში დახურულია სკოლები, ოფისები. ასევე, დიდთოვლობის გამო სამი ადამიანია დაღუპული ავტოავარიაში, ორი კანზასში, ხოლო ერთი მისურიში.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.
ამერიკის მასშტაბით, მათ შორის ვაშინგტონშიც, 1700-მდე ფრენაა გაუქმებული.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უამინდობა ვაშინგტონში ხელს არ შეუშლის კონგრესის შეკრებას, რათა ოფიციალურად დაადასტუროს რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის არჩევა პრეზიდენტად.