თუ ოჯახის შექმნა გსურთ - ასტროლოგი გირჩევთ
2018 წლის სტიქია მიწაა, მისი ფერი ყვითელია, ამიტომ სახლში ყველაფერი შესაბამის ფერებში და შესაბამისი დეკორის გამოყენებით უნდა მორთოთ. შეეცადეთ ბევრი ყვითელი, ოქროსფერი დეტალი გამოიყენოთ.
თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, აუცილებლად დაამატეთ მას ცოცხალი ნაძვის რამდენიმე პატარა ტოტი, რომელიც დოვლათისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
კარგი იქნება, თუ ნაძვის ხეზე წითელ ლენტში გადახვეულ ფულის კუპიურებსაც ჩამოკიდებთ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენს. რამდენიც შეგიძლიათ, იმდენი იყოს (დოვლათი დაგვეკვებოს).
თუ ოჯახის შექმნა გსურთ, დაკიდეთ ნაძვის ხეზე ოქროს ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე წამოიცვით ის მარჯვენა ხელის არათითზე.
ვინც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობთ – ჩამოკიდეთ ნაძვის ხის ტოტზე ახალშობილის გამოსახულება ან ანგელოზის ფიგურა. მთავარია, გააზრებულად, გულდასმით, რწმენით აკეთებდეთ ამას.
ოთახებში გამოაწყვეთ ამ წლის სიმბოლოს, ძაღლის ფიგურები. რა მასალის იქნება - ნაჭრის, შუშის თუ ხის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მომღიმარი სახე ჰქონდეს. კარგია, თუ ყვითელი, ბეჟი ან ოქროსფერი იქნება.
სასურველია, ფიგურა განათავსოთ ან ჩამოკიდოთ გამოსაჩენ ადგილას, სადმე, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში და მთელი წლის მანძილზე არ ჩამოხსნათ.
წყარო: funtime.ge