თეგებით ძიება

5 ჯადო, რომელიც კაცს თავდავიწყებით შეაყვარებს თქვენს თავს (დაქალის ბლოგი)

ჩემს დაქალს ბიჭი მოეწონა. განა, უბრალოდ მოეწონა! უფრო მეტიც, თავს დებს, მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლიაო. მთელი სადაქალო დავცინოდით, გვეგონა, აზვიადებდა. აბა, ერთი ნახვით შეყვარების ვიღას სჯერა!

ლიკამ (სახელი განზრახ შეცვლილია, მისი ისტერიკების თავი არ მაქვს) გიორგი ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე გაიცნო. უფრო სწორად, დაინახა და მოუსმინა, როგორ დაუსვა რამდენიმე შეკითხვა გამომსვლელს. ლიკა ამბობს, ხმამ მომხიბლაო. მე მგონია, რომ გარეგნობამ მიიზიდა. პირველივე დღეს მოძებნა სოციალურ ქსელში და ფოტოები გვანახა. მაღალი, მსუბუქად ნავარჯიშები, სათვალიანი ბიჭია. ფოტოებში კარგად ვერ გავარჩიეთ, მაგრამ, თუ არ ვცდები, თაფლისფერი თვალები აქვს. ლიკა ამბობს, ჩემი ოცნების მამაკაცია და მას უნდა გავყვე ცოლადო.



Astrologia



როგორც გითხარით, თავიდან სასაცილოდ არ გვყოფნიდა ლიკას სიყვარულის გრძნობით დასნეულება. ამ თემას სერიოზულად მას შემდეგ შევხედეთ, რაც ქალბატონმა გამოგვიცხადა, ჯადო უნდა გავუკეთოო. რატომ უნდა დასჭირდეს ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე გოგოს ბიჭისთვის ჯადოს გაკეთება? ეს შეკითხვა დაქალებსაც გაგვიჩნდა და პასუხმაც არ დააყოვნა: "რა აღარ ვცადე, ფეისბუკზე დავიმატე, სასაცილო გიფებს ვუგზავნი, შეხვედრას ვთავაზობ, თავმოყვარეობის ყველა დონეს გადავაბიჯე და ის კი ხან რას იმიზეზებს, ხან - რას, რომ არ შემხვდეს." იქნებ, შეყვარებული ჰყავს? - გაგვიჩნდა ლოგიკური შეკითხვა, მაგრამ ლიკა თავს დებს, გადავქექე ინტერნეტი და დარწმუნებული ვარ, არავინ არ ჰყავსო. არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ ნამდვილი მამაკაცია და მხოლოდ ქალები აინტერესებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ლიკამ გიორგისთვის ჯადოს გაკეთება.
თავიდან ბევრი ვიცინეთ, მაგრამ ლიკამ სასიყვარულო ჯადოების გუგლში ძებნა და მერე ინგრედიენტების მოძიება რომ დაიწყო, მივხვდით, ჩვენი მეგობარი ნამდვილად არ ხუმრობდა.
სასიყვარულო ჯადოზე ყველას ვირის ტვინი გაგვახსენდა, მაგრამ ან სად უნდა გვეპოვნა, ან როგორ უნდა მიგვერთმია ლიკას მიჯნურისთვის, ვერ მივხვდით, ამიტომ ალტერნატივის ძებნა დავიწყეთ.


Astrologia


ჩვენს დაქალს, ნინის, ბებიამისის მონაყოლი გაახსენდა: „როცა უნდათ ვინმეს თავი შეაყვარონ, აიღებენ ბოქლომს, დებენ კარის ზღურბლზე. როდესაც ადამიანი ამ ზღურბლს გადააბიჯებს, ბოქლომს ჩაკეტავენ და ამბობენ: "როგორც ამ ბოქლომს ვერავინ გააღებს, ასევე ვერავინ ვერ დაგვაშორებს ჩვენ." შემდეგ ბოქლომი უნდა გადამალო ან მდინარეში ჩააგდო თავის გასაღებიანად და ის ადამიანი, რომელზეც ფიქრობ, სამუდამოდ შენი ტყვე იქნება.
- ბოქლომს კი ვიყიდი, მაგრამ არ ვიცი, სად ცხოვრობს. რამე ისეთი მინდა, მისი მონაწილეობა რომ არ იყოს საჭირო, - თავისას არ იშლის ლიკა.
- მაშინ, კარტზე შევულოცოთ, - სიცილით ვთქვი მე.

Astrologia



ხუმრობა არ გამიტარეს და ლიკამ "სასიყვარულო ჯადო კარტით" დაგუგლა. კარტზე, ჩვეულებრივ, ბოშები ულოცავენ. ესეც "ბოშური ჯადო" აღმოჩნდა. ჩვეულებრივი, 36-კარტიანი სათამაშო დასტიდან უნდა ამოარჩიო 2 კარტი, აქედან ერთი ჯადოს გამკეთებელს აღნიშნავს, მეორე - ჯადოს ადრესატს. ახალგაზრდა გოგონას აგურის დამა აღნიშნავს, ქალს - დამა გული, ახალგაზრდა ბიჭს - აგურის მეფე, ასაკიან მამაკაცს - გულის მეფე, მდიდარ მამაკაცს - ჯვრის მეფე. ეს ორი ამორჩეული კარტი ზევიდან უნდა დაალაგო ყველა დანარჩენ კარტს და ახალი ნემსით გადააკერო ერთმანეთს. ამის შემდეგ მოცემული იყო შელოცვის ტექსტი:


"ოქრო ბრწყინავს, თავბრუს ახვევს, თვალებს




აბრმავებს. საყვარელ ადამიანს (წარმოთქვით მოსაჯადოებელი ობიექტის სრული სახელი) მეორე ნახევართან (წარმოთქვით თქვენი სრული სახელი) სამუდამოდ აკავშირებს. როგორც კი თვალებს ხუჭავს, მაშინვე ჩემი სახე წარმოუდგება თვალწინ, როგორც კი თვალს გაახელს, ჩემზე დარდისა და მონატრებისგან თვალებიდან ცრემლები მოსდის და ფიქრობს ჩემი საყვარელი (წარმოთქვით მისი სრული სახელი) შემდეგს : ადრე როგორ ვერ ვხვდებოდი, რომ ყველა ჩემი უბედურებისა და სევდის წამალი ხხხ-ია (წარმოთქვით თქვენი სრული სახელი). ოქროთი სამუდამოდ ვაკავშირებ, მათ ბედს სამუდამოდ ვაერთებ!"
ნინის თქმით, შელოცვის ტექსტი ძალიან საშიშად ჟღერდა, ამიტომ ელვის სისწრაფით ჩახურა საიტის ფანჯარა.



Astrologia


ლიკა გაბრაზდა და ოთახში ბოლთას ცემას მოყვა.
- სანთლებს რომ ანთებენ, არ გამოგვადგება? - დანაშაულის გამოსყიდვას შეეცადა ნინი და მორიგი სათაურიც დაიგუგლა.
"სასიყვარულო ჯადო სანთლით" - სხვადასხვა ფორმის სანთელს განსხვავებული დანიშნულებით იყენებენ. მნიშვნელობა ენიჭება ფერსაც. მაგალითად, სანთელს, რომელზეც გამოსახულია შიშველი ქალი და მამაკაცი, შეყვარებულთა სანთელს უწოდებენ (მეორენაირად - ადამისა და ევას სანთელს). წითელი ფერის სანთელი ვნების გასაღვივებლად გამოიყენება, თეთრი კი - ახალი სიყვარულის საპოვნელად.




არსებობს შიშველი მამაკაცის, ე.წ. ადამის ფიგურაც. იგი ოთხი ფერის შეიძლება იყოს:
• თეთრი - მამაკაცის მოსახიბლად, მისი ყურადღების მისაპყრობად;
• წითელი - მამაკაცში ვნების გასაღვიძებლად;
• ლურჯი - სიმშვიდისთვის, ერთულებისა და ბედნიერი ოჯახისთვის;
• შავი - მამაკაცზე შურის საძიებლად.
"შავის გარდა ყველა ფერის დამჭირდება" - თვალებგაბრწინებულმა თქვა ლიკამ და ახლა სანთლების დაგუგლვა დაიწყო შესაძენად.
"ადამის ფიგურა" შეუკვეთა უცხოურ საიტზე. ჩამოტანას, დაახლოებით, სამი კვირა სჭირდება.
გოგოები ვსხედვართ და ლიკას მიჯნურზე ვფიქრობთ. გამოეჩინა ყურადღება იმ დალოცვილს და აღარ მოგვიწევდა ჯადოების მოძიება!
და მაინც, თქვენ გჯერათ თუ არა სასიყვარულო ჯადოების? ან იქნებ, რამე ეფექტური ჯადო იცოდეთ, თორემ დაიტანჯა ლიკა და ჩვენც დაგვტანჯა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა