უკრაინამ 34 რუსული დრონი გაანადგურა
უკრაინის საჰაერო ძალებმა 81 დრონიდან 34 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალებზე დაყრდნობით Ukrainska Pravda ავრცელებს.
47 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკივის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში ჩამოაგდეს.
ჩამოგდებულმა დრონებმა ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში მდებარე სახლები დააზიანა.
თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.