პატრიარქს საუბარიც შეუძლია, გალობაც შეუძლია, მისი გადადგომა გამორიცხულია, დაივიწყოს ყველამ - მეუფე ნიკოლოზი
პატრიარქის მონახულების შემდეგ, საპატრიარქოდან გამოსული მეუფე ნიკოლოზი პირველი კომენტარს აკეთებს
ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი ამბობს, რომ ილია მეორე არათუ დაუძლურებულია, როგორადაც დამონტაჟებულ ვიდეოში ჩანდა, არამედ თავს კარგად გრძნობს და გალობაც კი შეუძლია.
„რეგენტი არის და 2-ში საღამოს, რომ მივედიო რამდენიმე საათი არ გამომიშვა პატრიარქმაო და ერთად ვიგალობეთო. მე ვეუბნებოდი, დაისვენეთ რაღაცა, მაგრამ არ მიშვებდაო არაფრით. მაგალობა და რამდენიმე საგალობელი ესე ორ ხმაში შევსრულვართ. საუბარიც შეუძლია, გალობაც შეუძლია. ჩვენც ვიგალობეთ ერთად.
მე არ დავასახელებ წყაროს, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ცნობილი ფრაზაა, რომ „გვინდოდა, როგორ უკეთესადო და გამოვიდა როგორც ყოველთვისო".
არა რა პროვოკაცია, ვიღაც რაღაცა ვერ ქნა. პატრიარქის გადადგომა გამორიცხულია, რას ამბობთ, დაივიწყოს ყველამ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
დღეს ილია მეორე იუბილარია, უწმინდესი დილიდან სტუმრეებს იღებს. საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.