მაგნიტური დღეები აგვისტოში - ამ დღეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ
2023 წლის აგვისტოში სუსტი, საშუალო და მაღალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები გველის. მაგნიტური ქარიშხალი თითოეულ ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, როდის შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემა შეგვექმნას.
აგვისტოს მაგნიტური დღეებია: 2,3,16,17,18, 20.
უფრო დეტალურად კი:
2-3 აგვისტოს მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი
16-17 აგვისტოს - მაღალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი
18-20 აგვისტოს - მაღალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხალი
შესაძლო გავლენა ჯანმრთელობაზე
მაგნიტური ქარიშხლები ზოგისთვის დეპრესიულ განწყობას ან შაკიკს, ზოგისთვის კი ქრონიკული დაავადებების გამწვავებას უკავშირდება.
აგვისტოს საშუალო და მაღალი ინტენსივობის მაგნიტურ ქარიშხლებს ყველა იგრძნობს. ამ პერიოდში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა უნდა იყვნენ ამინდის მიმართ მგრძნობიარე ადამიანები.
მაგნიტური ქარიშხლების დროს ყველაზე ხშირად გამოვლენილი სიმპტომებია:
უხასიათობა და გაღიზიანება
არტერიული წნევის მომატება ან შემცირება
ძილის დარღვევა
სახსრების ტკივილი
შფოთვა
თავის ტკივილი და თავბრუდახვევა,
ქრონიკული დაავადებების გამწვავება
ექიმები გვირჩევენ, რომ პრობლემების თავიდან ასაცილებლად სახიფათო დღეებში მარტივი რეკომენდაციები დავიცვათ:
მოერიდეთ მძიმე საკვებს და ალკოჰოლს და ჯანსაღი პროდუქტები მიირთვით. ფიზიკურ აქტივობას ნუ დაივიწყებთ
ნუ გადაიღლებით და დროულად დაიძინეთ
საკმარისი რაოდენობის სუფთა წყალი დალიეთ
მოერიდეთ სტრესს და ნერვიულობას
მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები.
მაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება ელექტრონული მოწყობილობების მუშაობაზეც იმოქმედოს, ამიტომ ამ მხრივაც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
წყარო: funtime.ge