ნოემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - ვის ელის ახალი სიყვარული და ფინანსური წარმატება
საშემოდგომო უგუნებობა ნოემბერში ჩვეულებრივი მოვლენაა, ადამიანი, ბუნების კვალდაკვალ, მეტად პასიური და მოწყენილი ხდება. მაგრამ როგორი იქნება ნოემბერი ასტროლოგიური თვალსაზრისით? რა სასიამოვნო თუ უსიამოვნო სურპრიზებს უმზადებს შემოდგომის ბოლო თვე ზოდიაქოს ნიშნებს?
ასტროლოგების თქმით, ნოემბერში ზოდიაქოს ყველა ნიშანს მეტი აქტიურობა და ინიციატივის გამოჩენა მართებს, რათა წარმატებით შეძლოს საქმეების დაგვირგვინება და თავიდან აირიდოს პრობლემები.
სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრება მშვიდობიან მოლაპარაკებებსა და გრძელვადიან პროექტებს გვპირდება.
ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ, რადგან ისინი შესაძლოა აფერისტები და თაღლითები გამოდგნენ. ბიზნესში მეტი პრაქტიკულობა მოგეთხოვებათ, ფული რომ არ დაკარგოთ და პოზიციებიც შეინარჩუნოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფთა მიმართ მეტად გამოავლინოთ სულიერება და სირბილე.
აუცილებლად გამონახეთ დრო მეგობრული და რომანტიკული შეხვედრებისთვის, გართობისთვის. ფრთხილად იყავით, არავინ დაარღვიოს უხეშად თქვენი პირადი სივრცე და სიმყუდროვე, როცა განმარტოება მოგინდებათ. შანსი მოგეცემათ, იმ ადამიანების ყურადღება მიიქციოთ, ვინც გულწრფელად მოგწონთ.
ნოემბერში ორი მნიშვნელოვანი თარიღი გველოდება:
20 ნოემბრამდე (31 ოქტომბრიდან) პლანეტა მერკური რეტროგრადულია (უკანმავალი). ამ პერიოდში მოერიდეთ ინვესტირებას, შოპინგს, მივლინებას შორ მანძილზე. აგრეთვე, ახალი საქმეების, სწავლის დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას, პროფესიისა და სამსახურის შეცვლას. ეს პერიოდი დაუთმეთ თვითანალიზსა და იმ მოვლენების გაანალიზებას, რაც თქვენ გარშემო ხდება. აგრეთვე, დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები და პროექტები.
მეორე თარიღი გახლავთ 11 ნოემბერი. ამ დღეს, ორშაბათს ახალმთვარეობა გველის. მოერიდეთ ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას, შინ ჰარმონიის შექმნას. მინიმუმამდე შეამცირეთ კონფლიქტები.
ყურადღებას ითხოვს 20-25 ნოემბრის პერიოდი. გახსოვდეთ ანდაზა: "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". 25 ნოემბერს ადამიანებში მოიმატებს აგრესია და უხეშობა. თუმცა, 28 ნოემბრიდან სიტუაცია დასტაბილურდება და უკეთესობისკენ შეიცვლება.
ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქის ნიშნებისთვის
ვერძი:
სტაბილური და პროდუქტიული თვე გელით, მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. სხვათა შორის, რთულ ვალდებულებებსაც მარტივად გაართმევთ თავს, განსაკუთრებით 4-18 ნოემბრის პერიოდში. გავლენიანი მფარველი დაწინაურებაში დაგეხმარებათ. ტრანსფორმაციას ითხოვს კავშირები და ურთიერთობები. შეიძლება შეეჯახოთ ტყუილს, ღალატს. გააქტიურდნენ ფარული მტრები. მშვიდად და დიპლომატიურად დაიცავით თქვენი პოზიცია. მეტი დრო გამონახეთ პირადი გეგმების განსახორციელებლად, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილება ოჯახში. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალი ცოდნის დაუფლება. მოიმატებს თქვენი რეიტინგი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. ახალი რომანი იქნება ვნებიანი და დაუვიწყარი, ისეთი როგორც თქვენ გიყვართ, მაგრამ სამწუხაროდ, არა ხანგრძლივი. 25 ნოემბრის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები გელით - ახალი პერსპექტივებისა და აღმოჩენის პერიოდი.
8-12 აპრილს დაბადებულ ვერძთათვის: ნოემბრის პირველ ნახევარში მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, გარშემო მყოფების განაწყენებას. ნუ დაუშვებთ შეცდომებს საქმეებსა და ურთიერთობებში.
ნოემბრის კარგი დღეები: 4, 9, 13, 18, 22, 26.
ნოემბრის ცუდი დღეები: 2, 6, 11, 16, 20, 24, 30.
კურო:
მშვიდი, სტაბილური თვე გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. გამოგიჩნდებათ შანსები და საინტერესო შემოთავაზებები. კარიერაში წინსვლის პერსპექტივაც გელით. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს, ზოგი - პარტნიორის. შეიძლება აღადგინოთ გაწყვეტილი კავშირები. თანამოაზრებთან ერთად დაასრულოთ პროექტები. 20-25 ნოემბრის შუალედში არ შეგაშინოთ დროებითმა სირთულეებმა და შეფერხებება. გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე ნუ მიიღებთ. მარტოხელები თვის ბოლოს შეიძლება მგზავრობისას შეხვდეთ თქვენს მომავალ მეორე ნახევარს.
მაისის კუროებს პარტნიორებთან და ოპონენტებთან დისკუსიები ელით.
23-25 აპრილის შუალედში დაბადებულ კუროთათვის: შეიძლება დაუბრუნდეთ მაის-ივნისის თავგადასავლებს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. მეტად გაუფრთხილდით გულს, აკონტროლეთ არტერიული წნევა, სიფრთხილე გმართებთ აალებად ნივთიერებებთან.
ნოემბრის კარგი დღეები: 2, 7, 12, 17, 21, 25, 29.
ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 10, 14, 19, 23, 27.
ტყუპი:
მარტივად გაუმკლავდებით რთულ დავალებებს და ავტორიტეტსაც აიმაღლებთ. როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე საქმესთან მოგიწევთ გამკლავება. მოიმატებს ნერვიულობა და გადაღლილობა. მოუგვარებელმა საკითხებმა შეიძლება გაგირთულოთ დამოკიდებულება პარტნიორთან. 5-16 ნოემბრის პერიოდში მაქსიმალურად თავდაჭერილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გამორიცხული არაა საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზებები მიიღოთ, ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოს პროფესია, სამსახური. ახალ მეგობრებს გაიჩენთ. მოიმატებს სასიყვარულო შეხვედრები. თუ მოინდომებთ, შეიძლება რომანტიკული შეხვედრა ხანგრძლივ რომანში გადაზარდოთ. თვის ბოლოს მოერიდეთ კონკურენტებთან აქტიურ დაპირისპირებას.
14-21 ივნისს დაბადებულ ტყუპთათვის: არაკომპეტენტურ და არაკეთილსინდისიერ პარტნიორებთან მუშაობისას მაქსიმალური თავშეკავება და დაკვირვება გმართებთ.
ნოემბრის კარგი დღეები: 5, 9, 13, 19, 22, 26.
ნოემბრის ცუდი დღეები: 2, 7, 11, 17, 20, 24, 29.
კირჩხიბი:
ნოემბერში ენერგიით აღსავსე, ინიციატივიანი ხართ. საიმედო პარტნიორების დახმარებით გეგმების განხორციელებას შეძლებთ. განსაკუთრებით კარგი პერიოდი გელით 5-16 ნოემბრის შუალედში. იმდენად თავდაჯერებული ხართ საკუთარ ძალებში, რომ მთების გადადგმასაც კი არ შეუშინდებით. ზოგ შემთხვევაში იმდენადა კარგად იმუშავებთ, რომ "ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავთ". ზოგიერთი გარეგნობის, იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოიმატებს რომანტიკულობა და თავგადასავლებისკენ გაგიწევთ გული. იმდენად დიპლომატიურად იმოქმედებთ, რომ კონკურენტებსაც კი მოკავშირეებად აქცევთ. უიმედო სიტუაციიდან კი "მშრალი" გამოხვალთ. 16-24 ნოემბრის პერიოდში აქტიურად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მიიღეთ მონაწილეობა კოლექტიურ პროექტებში. ივლისის კირჩხიბებისთვის კარგი პერიოდია ნოემბრის პირველი ორი დეკადა, ხოლო ივნისში დაბადებულებს ფორტუნა ნოემბრის ბოლოს გაგიღიმებთ.
ნოემბრის კარგი დღეები: 2, 6, 12, 16, 21, 25, 29.
ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 10, 14, 18, 23, 27.
ლომი:
თქვენი გენიალურობის გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. ახალი იდეებით საჭირო ადამიანებს დააინტერესებთ. კარგად შეძლებთ საქმეების ორგანიზებას, აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში და ფინანსურადაც მოძლიერდებით. ჰარმონია და სტაბილურობა დაისადგურებს ოჯახურ ცხოვრებაში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარემოცვასთან. განსაკუთრებით კარგი პერიოდი დაგიდგებათ 25 ნოემბრის შემდეგ. გააქტიურდებით სოციალურ სფეროში, ცხოვრება ნათელი ფერებით გაფერადდება.
25-28 ივლისს დაბადებულ ლომთათვის: მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ 24-27 ნოემბრის შუალედში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, აკონტროლეთ არტერიული წნევა. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და გზებზე ნუ შექმნით ავარიულ სიტუაციებს.
16-23 აგვისტოს დაბადებულ ლომთათვის: მოიმატებს წარმატების შანსები და თქვენი მომხიბვლელობა, ადვილად მიიქცევთ გარშემო მყოფთა ყურადღებას. კარგი პერიოდია მოგზაურობის, პოლიტიკური, პედაგოგიური და კულტურული მოღვაწეობისთვის.
ნოემბრის კარგი დღეები: 4, 10, 15, 19, 22, 28.
ნოემბრის ცუდი დღეები: 1, 6, 12, 17, 20, 25, 30.
ქალწული:
საინტერესო და დასამახსოვრებელი ნოემბერი გელით. იდეების განხორციელების, თვითრეალიზაციის საშუალება მოგეცემათ. ენერგიული, აქტიური ხართ, სურვილი გაქვთ მიიღოთ ახალი ცოდნა, გაიცნოთ ახალი ადამიანები. საქმეების მოგვარება დაკვირვებას მოითხოვს. შეიძლება გართულდეს დოკუმენტებთან მუშაობა. აიმაღლებთ ავტორიტეტს, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. აღფრთოვანების მიზეზი შეიძლება სასიყვარულო და რომანტიკული გატაცება გახდეს. თვის ბოლოს მეტი ყურადღება მიაქციეთ ნათესავებს, შვილებს. ამავე პერიოდში ქალწულების უმეტესობა გადაწყვეტს ბინაში ინტერიერის შეცვლას, უძრავი ქონების შეძენას.
7-11 სექტემბერს დაბადებულ ქალწულთათვის: მეტად გაუფრთხილდით ნერვებს, მოერიდეთ ემოციურ გადაღლილობას.
16-22 სექტემბერს დაბადებულ ქალწულთათვის: აკონტროლეთ სიამაყე და სიზარმაცე. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული გარემოცვის მიმართ.
ნოემბრის კარგი დღეები: 2, 7, 11, 16, 20, 24, 29.
ნოემბრის ცუდი დღეები: 5, 9, 13, 18, 22, 26.
სასწორი:
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა (შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ) და დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. სამსახურში მეტად უნდა გამოავლინოთ მოხერხებულობა, მომხიბვლელობა. 25 ნოემბრიდან მოულოდნელი ცვლილებები გელით: შეხვედრები, საცხოვრებელი მისამართის შეცვლა, მგზავრობა.
26-29 სექტემბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის: თქვენი იდეების რეალიზებას შეძლებთ. ნოემბერSი დაწყებული პროექტები მინიმუმ 7 წელი გაგრძელდება.
12-23 ოქტომბრის შუალედში დაბადებული სასწორებისთვის: ნოემბრის პირველი სამი კვირის განმავლობაში აქტიურად მოგიწევთ მუშაობა. მაგრამ თანამდებობით ბოროტად არ ისარგებლოთ და არც უფლებამოსილებას არ გადააჭარბოთ. ნურც დასვენებას დაივიწყებთ.
ნოემბრის კარგი დღეები: 4, 10, 15, 19, 23, 28.
ნოემბრის ცუდი დღეები: 1, 6, 12, 17, 21, 25, 29.
მორიელი:
წლის ყველაზე იღბლიანი თვე დაგიდგათ. სულიერად და ფიზიკურად მოძლიერდებით. მარტივად შეძლებთ წარმატების მიღწევას და ხშირად გამონახავთ თბილ სიტყვებს გარშემო მყოფებზე ზემოქმედების მოსახდენად. გავლენიანი ახლობლების დახმარებით, შემოქმედებითი იდეების განხორციელებასაც შეძლებთ და კარიერულ წინსვლასაც. მეტად გამოავლინეთ ანალიტიკოსისა და ფსიქოლოგის თვისებები. აგრეთვე ტაქტიკურობა და დიპლომატიურობა. ახლობლებთან ურთიერთობისას ხშირად გმართებთ თავშეკავება. მოუთმენლობამ და ემოციურობამ შეიძლება გაუგებრობები წარმოშვას. 25 ნოემბრიდან მეტად უნდა გააქტიურდეთ, ზოგიერთს ახალ სამსახურში ელის გადასვლა. თუმცა, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, პარტნიორულ შეთანხმებებს. ნოემბრის ბოლოს მაქსიმალურად აკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები. კონფლიქტების, უსიამოვნებების ალბათობა იმატებს.
გახსოვდეთ, რომ თქვენი დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღე წელიწადის 12 თვეს შეესაბამება. აკეთეთ ის საქმე და გვერდით გყავდეთ ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაგაბედნიერებთ. 22-30 ნოემბერს მოერიდეთ სპონტანურ, დაუფიქრებელ ქმედებებს.
ნოემბრის კარგი დღეები: 2, 7, 11, 16, 20, 24, 30.
ნოემბრის ცუდი დღეები: 5, 9, 13, 18, 22, 26.
მშვილდოსანი:
მოერიდეთ ავანტიურას, სარისკო ქმედებებს. ნოემბერი შეიძლება თქვენთვის იმედგაცრუების თვედ იქცეს. უმჯობესია, სადმე შორს გაემგზავროთ და პასიურად დაისვენოთ. 25 ნოემბრამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები. უფროსთან ერთად განიხილეთ საჭირბოროტო საკითხები. ზოგიერთს დაწინაურება, ახალ სამსახურში გადასვლა, სარფიანი პროექტების ხელმძღვანელობა ელის, შეიძლება ხელფასი მოგემატოთ ან ფული ლატარიაში მოიგოთ. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, გათვლებში, გაფრთხილდით, თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია (მაგალითად, ბანკის ბარათის კოდი) სხვის ხელში არ მოხვდეს.
თვის პირველ კვირაში ნოემბრის მშვილდოსნები პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას, გართობას და დასვენებას შეძლებენ.
7-9 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნებისთვის: მოეშვით ღრუბლებში ფრენას, დაეშვით მიწაზე და აკეთეთ საქმე. მაქსიმალურად მოერიდეთ ფინანსურ სპეკულაციებს, არ მიიღოთ მათრობელა და ალკოჰოლური ნივთიერებები.
15-21 დეკემბერს დაბადებული მშვილდოსნებისთვის: მხოლოდ საკუთარი შრომით შეძლებთ კეთილდღეობის მოპოვებას. მოიმატებს ოპტიმიზმი და მუხლჩაუხრელად შრომას შეძლებთ.
ნოემბრის კარგი დღეები: 5, 9, 14, 19, 23, 27.
ნოემბრის ცუდი დღეები: 2, 7, 12, 16, 21, 25, 29.
თხის რქა:
ნოემბერში შანსი მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები. ეს ეხება პუბლიცისტ, მწერალ, მხატვარ, ბიზნესმენ და ნოვატორ ნიშნებს. მოაგვარებთ საქმეებს, დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. გახდებით აქტუალური და იდეების (წარსულში დაგეგმილებსაც) განხორციელებასაც შეძლებთ. კარგად მოირგებთ შუამავლის, დამხმარის როლებს. მიხვდებით, რომ თქვენი დრო მოვიდა, უნდა გაიღიმოთ და აქტიურად შეუდგეთ მუშაობას. ზოგიერთს დაწინაურება, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება ელის. კარგ შედეგს მოგიტანთ სპონსორებისა და პარტნიორების მოძიება, რეფორმაცია. ეს უკანასკნელი როგორც სამსახურში, ისე ოჯახურ და პირად ურთიერთობებში. თუმცა, ასე მშვიდად ყველაფერი არ ჩაივლის, დაქორწინებულ თხის რქებში ემოციურ ფონზე მოიმატებს წყენა, ურთიერთდადანაშაულება.
8-12 იანვარს დაბადებული თხის რქებისთვის: მოერიდეთ ფიზიკურ და ნერვულ გადაღლილობას. გაუფრთხილდით თავს, გულს, ხერხემალს. შესაძლოა, შეზღუდული იყოთ ფინანსებში, მეგობრებმა არ გამოგიწოდონ დახმარების ხელი. თქვენი მოსაგვარებელი გახდეს ზოგადი საორგანიზაციო საკითხი.
ნოემბრის კარგი დღეები: 2, 6, 11, 17, 21, 24, 30.
ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 9, 15, 19, 23, 28.
მერწყული:
მაქსიმალური მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, უამრავი გამოცდა და პრობლემა გექნებათ მოსაგვარებელი. მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებზე უნდა მოახდინოთ კონცენტრაცია. მოიმატებს უხასიათობა და გადაღლილობა. ნოემბრის მეორე დეკადიდან შეუდექით ფინანსური და საქმიანი საკითხების მოგვარებას. კარგი დამოკიდებულება კოლეგებთან და უფროსთან საქმეების მოგვარებას გაგიადვილებთ. განსაკუთრებული აქტიურობა გმართებთ 5-16 ნოემბრის პერიოდში, მიაღწევთ მიზანს, რომელიც წლის დასაწყისში დაისახეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ისინი შეიძლება დეფექტიანი აღმოჩნდეს. 25 ნოემბრიდან რადიკალური ცვლილებები გელით. შეიძლება შეიცვალოთ სამსახური, კოლექტივი ან საცხოვრებელი. დამოკიდებულება - მეგობრებთან, კოლეგებთან, გაგიტაცოთ ახალმა იდეებმა. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრა ელის ყოფილთან პარტნიორთან. ამ ფაქტმა შეიძლება კარდინალურად შეცვალოს თქვენი მომავალი.
22-26 ნოემბერს დაბადებულ მერწყულთათვის: შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, გამწვავდეს კონფლიქტები, მოგიწიოთ საკუთარი პრინციპების დაცვამ.
იანვარის ბოლოს დაბადებულ მერწყულებს ნოემბრის პირველ ნახევარში მოგზაურობა და დასვენება ელით. აგრეთვე, სარფიანი ფინანსური გარიგება.
ნოემბრის კარგი დღეები: 5, 10, 14, 18, 22, 27.
ნოემბრის ცუდი დღეები: 1, 7, 12, 16, 20, 25, 29.
თევზები:
თევზების უმეტესობისთვის ნოემბერი წლის საუკეთესო თვე იქნება. მთავარია, შეძლოთ დინების მიმართულებით ცურვა და სიტუაციებზე მორგება. კარგი თვეა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სულიერი წონასწორობის დასაცავად, მოგზაურობისა და შთაბეჭდილებების მისაღებად. ზოგიერთი მიხვდება, რომ დროა, მიიღოს დამატებითი ცოდნა, განათლება. ნოემბრის პირველ და მეორე დეკადაში საშუალება მოგეცემათ განახორციელოთ გეგმები, აიწიოთ ინტელექტუალურ საფეხურზე. ზოგიერთები წარმატებას მიაღწევთ მოდის, ხელოვნებისა და გამომგონებლობის სფეროებში. ზოგიერთმა შეიძლება მუშაობა დაიწყონ/გააგრძელონ საზღვარგარეთ. 25 ნოემბრის შემდეგ შეგიძლიათ გააფორმოთ ხელშეკრულებები, შეიცვალოთ სფერო, გარემო. ამავე პერიოდში მარტოხელები შეიძლება საბედოს შეხვდეთ. თებერვლის თევზებს მეგობრების დახმარების იმედი უნდა ჰქონდეთ. შეიძლება თანამოაზრეების ჯგუფში გაწევრიანდნენ.
4-7 მარტს დაბადებული თევზებისთვის: დაიცავით მედიკამენტების დოზირება. განსაკუთრებით, ალკოჰოლის შემცველ პრეპარატებში. ნებისმიერ სფეროში მოერიდეთ ფანატიზმის გამოვლენას.
10-14 მარტს დაბადებული თევზებისთვის: მოერიდეთ ილუზიებში ცხოვრებას, არ მოიტყუით საკუთარი თავი. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ჰალუცინაციურ პრეპარატებთან, ჰიპნოზთან, სპირიტიზმთან.
ნოემბრის კარგი დღეები: 2, 6, 11, 17, 21, 25, 30.
ნოემბრის ცუდი დღეები: 4, 9, 15, 23, 28.
წყარო:ambebi.ge