თეგებით ძიება

21 აგვისტოს, მთვარის მეთერთმეტე დღე

სამშაბათი, მთვარე გადის თხის რქის ზოდიაქოს
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ.
გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ.
მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.
ცუდი დღეა ვაჭრობისათვის.
საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ.
კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ღრმა სიბერემდე მიაღწევს.
მცირე ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ.
თმის შეჭრა კარგია.
ამ დღის ქვებია: სერდოლიკი, ცეცხლოვანი ოპალი.
დღის გაფრთხილება: დავარდნილი დანა ან ჩანგალი უსიამოვნებას მოასწავებს.

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:07
მთვარე თხის რქის ზოდიაქოში გადავა 8:00

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე თხის რქაში
გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის. შინაურ ცხოველებთან (განსაკუთრებით ძაღლთან) კონტაქტი.
კარგია სუნთქვითი ვარჯიშები.
მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.
არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა