თეგებით ძიება

სელენა ზოდიაქოს ნიშნებში - სელენა კირჩხიბში

აქამდე არაერთი სტატია და განხილვა მიეძღვნა ფორუმზე შავი მთვარის იგივე ლილიტის განლაგებას და მის გავლენას ადამიანზე (უფრო კონკრეტულად ლილიტზე ინფორმაცია იხილეთ აქ http://forum.astrologi.ge/viewtopic.php?f=9&t=16) , თუმცა ამის პარალელურად ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ თეთრ მთვარეს იგივე სელენასაც დავუთმობთ ყურადღებას. მით უმეტეს, რომ ცოტა ხნის წინ სელენას განლაგებაც შეიცვალა და იგი სასწორის ზოდიაქოს ნიშნიდან, მორიელის ზოდიაქოში გადავიდა.

სელენა ნებისმიერი ჩვენგანის პირად კოსმოგრამაში ფიგურირებს, ლილიტთან ერთად. თუმცა თუ ლილიტი წარსული ინკარნაციებიდან გადმოყოლილ ფარულ საფრთხეებზე და მავნე ჩვევებზე მიგვანიშნებს, სელენა მის საპირისპიროდ მიუთითებს იმას, თუ რა სახის ნათელი კარმა დავაგროვეთ ჩვენ წარსულ ცხოვრებაში. სწორედ ეს დადებითი გამოცდილება გვეხმარება ამჟამინდელ ინკარნაციაში სელენას სფეროებში წინსვლა რომ შევძლოთ, ხოლო ხალხი ვინც ჩვენი სელენას ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება, კეთილისმყოფლად გვევლინება ხშირად.

სელენას განლაგების შესახებ თითოეულ ზოდიაქოსა ნიშანსა და სახლში, ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ სტატიების ვრეცლ ციკლს, ამჯერად კი მინდა მოკლედ მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას გვიქადის თეთრი მთვარის ტრანზიტული კომბინაცია მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც უახლოესი ერთი წლის მანძილზე გასტანს.

სელენას განლაგება მორიელის ზოდიაქოში აძლიერებს ადამიანური ნაკლოვანებების, ფარული ზრახვების და ჩანაფიქრების ზედაპირზე ამოტივტივების და გაცხადების ტენდენციას. ხალხი ვისაც პირად რუკაში წყლის სტიქიის პლანეტების სიმრავლე აღენიშნება, სელენას ამგვარი ტრანზიტისას განსაკუთრებით მძაფრად დაიწყებს გარშემომყოფების ფარული აზრების აღქმა-გაშიფრვას. თუმცა სელენა მორიელში ბევრის ცხოვრებაში დააყენებს „განწმენდის გზაზე“ დადგომის საკითხს. თუ ნებაყოფლობითად არა, იძულებით (გარემოებების მსვლელობის მეშვეობით) მაინც. ამიტომ ბევრი ადამიანისთვის მოიტანს სელენას ტრანზიტი მორიელში სულიერ ძვრებს, საკუთარ თავში ჩაღრმავების აუცილებლობას, თუნდაც ემოციური ტკივილის სახით. შესაბამისად თუკი ტრანზიტული სელენა თქვენს პირად კოსმოგრამაში რომელიმე მთავარ პლანეტას „ჩაება“ მის აქტივაციას გამოიწვევს სწორედ სულიერების კუთხით. ასე მაგალითად, ვენერას შემთხვევაში იგი მოიტანს ახალ ნაცნობობას, რომელიც თქვენში ფასეულობების გადაფასებას ან ემოციურ ძვრებს შეუწყობს ხელს. მეკრურის შემთხვევაში აქამდე დაფარულ საიდუმლოებებს ახდით ფარდას, მარსის შემთხვევაში შესაძლოა მოგიხდეთ პრინციპული ნაბიჯების გადადგმა სამართლიანობის დასაცავად და ა.შ
ზოგადად სელენას ტრანზიტი მორიელში იძლევა უნიკალურ შანსს განვითარდეთ სულიერად. ამაღლდეთ თქვენს ნაკლოვანებებზე და გადახვიდეთ პიროვნული განვითარების გაცილებით უფრო მაღალ ეტაპზე. ეს არის სულიერი გამოღვიძების ხანა. რომლის დროსაც ლილიტის კირჩხიბში განლაგების პარალელურად (შეგახსენებთ რომ ლილიტი ამგვარი ტრანზიტით ოჯახურ ფასეულობებს „უტევს“) სელენა საშუალებას მოგცემთ კიდევ ერთხელ გადააფასოთ და რაც მთავარია დააფასოთ თქვენი დამოკიდებულება ოჯახის წევრების, ახლობლების და საყვარელი ადამიანების მიმართ.
სელენა კირჩხიბში
სელენას ამგვარი მდებარეობის მიხედვით, ინდივიდს წარსული ინკარნაციიდან მოჰყვება წინაპართა ნათელი კარმა. იგი წარსულში გვარის, ფუძისა და ტრადიციების მფარველი, საკუთარ ხალხზე მოამაგე იყო. შესაძლოა ყოფილიყო ასევე ღვთისმსახურიც, რომელიც ეროვნულ-რელიგიურ ტრადიციებს უწევდა პოპულარიზაციას. ამიტომ, ადამიანს სელენას ამგვარი მდებარეობით ცხოვრების პირველ ეტაპზე ეძლევა კარგი ოჯახი, უზრუნველი ბავშვობა, თბილი ატმოსფერო სახლში. მომდევნო ეტაპზე და ზოგადად მთელი ცხოვრების მანძილზე, მას ექნება მხარდაჭერა გენეტიკური ხაზით თუკი იგი არ შეწყვეტს საკუთარი ტრადიციების მიხედვით ცხოვრებას, არ დატოვებს საკუთარ ქვეყანას და მშობლიურ ფესვებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა