თეგებით ძიება

ფიქტიური ვარსკვლავები -ნაწილი მეთერთმეტე

ჯერ კიდევ უძველეს დროში, სხვადასხვა ქვეყნის სწავლულებსა და ეზოთერიკოსებს მიაჩნდათ, რომ უმთავრეს პლანეტებთან ერთად ადამიანის ბედ-იღბლის ფორმირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავები" . მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცაღა არსებობს მათ შორის კონკრეტული გავლენისა და სიძლიერის მქონე ვარსკვლავები, რომელთა განხილვასაც ჩვენს საიტზე, მორიგი სტატიების ციკლში გთავაზობთ.
ზოგადად, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ფიქტიური ვარსკვლავების ამოქმედება, მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ისინი რომელიმე უმაღლეს პლანეტასთან აკეთებენ ზუსტ შეერთებას, კვადრატს ან ოპოზიციას. ამიტომ თავად ფაქტი იმისა, რომ პირად რუკაში ესა თუ ის ვარსკვლავი გიზით, არ ნიშნავს იმას რომ იგი აუცილებლად ამოქმედდება თქვენს ცხოვრებაში სრული ძალით. ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში განხილულია ყველაზე უფრო გავრცელებული სახეობა ე.წ. "ფიქტიური ვარსკვლავებისა", თუმცაღა აუცილებელია ასევე გაითვალისწინოთ თანდართული გრადუსიც, საიმისოდ რომ იგი კოსმოგრამაში ძლიერად ჩაითვალოს.


ფაციესი – თხის რქის 8 გრადუსი. აქვს მზისა და მარსის თვისებები. რუკაში მისი აქტივობა იწვევს თვალების დაავადებას, ზოგჯერ (განსაკუთრებით მძიმე კომბინაციისას) ძალადობრივ სიკვდილს. სხვა შემთხვევაში მიანიშნებს ლიდერულ თვისებებზე, ხშირად გვხვდება სამხედრო ან ძალოვანი პირების კოსმოგრამებში.

ასცელა – თხის რქის 13 გრადუსი. აქვს იუპიტერისა და მერკურის თვისებები. არის ერთ-ერთი დადებითი ენერგეტიკის მქონე ვარსკვლავი. მისი გავლენით ადამიანს ეძლევა სიბრძნე, წინდახედულება, სხვებზე გავლენის მოხდენის უნარი, განმანათლებლის ნიჭი.

მანუბრიუმი – თხის რქის 15 გრადუსი. აქვს მზისა და მარსის თვისებები. მისი გავლენით ადამიანი გამორჩეულად მამაცი, უშიშარი და ძლიერი იბადება. თუმცა მას ახასიათებს გაუაზრებელი რისკის სიყვარული, რასაც შესაძლოა მოჰყვეს პრობლემები სამართალდამცავებთან.

ვეგა – თხის რქის 15,19 გრადუსი. აქვს ვენერასა და მერკურის თვისებები. ადამიანს ანიჭებს პოლიტიკოსის მოანცემებს, ზოგადად კარგი კარიერული ზრდის პერსპექტივას. ზემდგომთა მფარველობას. მუსიკოსის ან თეატრალის ნიჭს. თუმცა აქვე აფრთხილებს დედასთან რთული ურთიერთობის შესახებ.

დენები –- თხის რქის 19 გრადუსი. აქვს მარსისა და იუპიტერის გავლენა. ადამიანს აჯილდოებს გამორჩეული სიამაყით, წარმატებით საზოგადოებრივ სარბიელზე, ფეთქებადი ხასიათითა და კარგი რეგენერაციის უნარით (შეუძლია სწრაფად გამოჯანმრთელება).
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა