თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა -კირჩხიბი

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრებისა და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.


თუკი ოჯახში პატარა კირჩხიბი გეზრდებათ

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ პატარებს, შესანიშნავად ეხერხებათ საკუთარ თავთან თამაში. მათ უმრავლესობას, ძალზე ხშირად მეგობრობა ე.წ. "გამოგონილ პერსონაჟებთან" უყვარს, ამიტომ პატარა კიბო მარტოც შესანიშნავად ახერხებს გართობას. გარდა ამისა, რაკიღა კირჩხიბი ზოგადად წყლის სტიქიას განეკუთვნება, ამ ბავშვებს ნებისმიერი სახის გასართობი ხიბლავთ რაც წყალთანაა კავშირში იქნება ეს ცურვა, აბაზანაში გემობანას თამაში თუ უბრალოდ წუწაობა ზაფხულის ცხელ დღეს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა