თეგებით ძიება

9 თვის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი: "გაზით მოწამლვის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს"

ქართველი ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომდევნო 9 თვის განმავლობაში მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 4 მაისს ლილიტი დატოვებს მერწყულის ნიშანს და თევზების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, სადაც 27 იანვრის ჩათვლით დარჩება.
ლილიტის ეს მდებარეობა, მეტ-ნაკლებად, ზოდიაქოს 12-ვე ნიშანზე აისახება. ვიდრე ასტროლოგის პოსტს შემოგთავაზებთ, აქვე განვმარტოთ, თუ რა არის ლილიტი და რა მნიშვნელობა აქვს მას.




ასტროლოგიაში მოყვარულის დონეზე ჩახედულ ადამიანებსაც კი ყურმოკვრით მაინც სმენიათ ლილიტის, იგივე შავი მთვარის შესახებ. ლილიტის მდებარეობა, ასტროლოგიური კუთხით ამა თუ იმ ადამიანის პირად რუკაში, ამ უკანასკნელის ცხოვრებაში, ყველაზე სახიფათო ცდუნებების შესახებ იძლევა დეტალურ ინფორმაციას. ის, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანშია განთავსებული თქვენი ლილიტი, განაპირობებს თავად ამ ცდუნების სფეროს და მისი გამოვლენის გზებს. ზოგისთვის იგი შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობები იყოს (ლილიტი სასწორში), ზოგისთვის ნათესავებთან პრობლემები (ლილიტი კირჩხიბში), ზოგს კი ლილიტი მეგობრების არჩევაში არ მისცემს იღბალს (ლილიტი მერწყულში). აღსანიშნავია, რომ ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა კონკრეტულ სფეროზე ზემოქმედებს.

Astrologia

ამჯერად ლილიტი თევზების თანავარსკვლავედში გადადის. ასტროლოგი განმარტავს, თუ რა ცვლილებებს მოიტანს ეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში:


შვებით ამოისუნთქავენ ლილიტი მერწყულებიც, მზით ანდა მთვარით მერწყულებიც და ყველა ისინი, ვისაც აქ რაიმე მნიშვნელოვანი ჰყავდათ. სამაგიეროდ, მთელი მომდევნო 9 თვის მანძილზე ცდუნებების და ცხოვრებისეული გამოცდების წინაშე თევზების ნიშნის წარმომადგენლები აღმოჩნდებიან, მათთან ერთად კი, ცხადია, ლილიტი თევზებიც და ისინიც, ვისაც თევზების ზოდიაქო აქცენტირებული აქვთ პირად რუკაში.


მაშ ასე, თევზებო და ლილიტით თევზებო, მოემზადეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ჩაყვინთეთ თქვენს მშობლიურ წყლის სტიქიაში, რაც შეიძლება ღრმად - ფსკერისაკენ და იქ გავარკვიოთ, რა მოლოდინები შეიძლება რომ გქონდეთ.



ასტროლოგების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ წყლის ნიშნების ლილიტი უფრო მკვეთრად ამჟღავნებს ხოლმე თავს, ვიდრე სხვა ზოდიაქოებში. რაც შეეხება უშუალოდ თევზების ნიშანს, აქ პრობლემა ძირითადად ილუზიებთან, თავის მოტყუებებთან,




სხვადასხვა გამაბრუებელ საშუალებებით გატაცებასთან (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია) ან რელიგიური ფანატიზმით ცდუნებებთანაა დაკავშირებული. თუმცა რელიგიასთან მიმართებაში, შესაძლოა, კიდევ სხვაგვარადაც იჩინოს ლილიტმა თავი და ვთქვათ, ქრისტეანული მცნებების დარღვევით, მკრეხელობებით, მაგიასთან კავშირით, კულტმსახურებებით ან სრულ ურწმუნოებაში გადავარდნით გამოიხატოს.


Astrologia

მეორე მხრივ, შესაძლოა იყოს ქველმოქმედების და სხვების დახმარების სურვილი, თუმცა სამწუხაროდ, სრულიად უადგილო და დათვური სამსახურის ტოლფასი.


როდესაც ადამიანს წინა ინკარნაციებში უკვე ახასიათებდა ასეთი ქმედებები, ამ განსხეულებაშიც ინერციით ბევრი რამ გადმოჰყვება ხოლმე. მაგრამ არც ერთი ლილიტი, და მათ შორის არც ლილიტი თევზები, არაა გასამართლებელი საბუთი, იმისათვის, რომ ავ ზრახვებს მივცეთ საშუალება ჩვენზე იბატონონ. საჭიროა, გაცნობიერება იმისა, თუ რა არის ჩვენში ცუდი, მანკიერი და ამის შემდეგ საკუთარ თავზე განუწყვეტელი მუშაობა.


ალბათ გაგიგიათ, რომ სულიერებაში ახლად ფეხშებიჯებულ ადამიანს ხშირად უფრო გამეტებით ებრძვის ცდუნება. ეკლესიაში შესულს თავბრუსხვევები და სულისხუთვები ეწყებათ, უჩნდებათ სურვილი უკანმოუხედავად გამოიქცნენ ტაძრიდან. მაგრამ ეს არის ერთგვარი გამოცდა და თუკი ადამიანი შეძლებს რწმენაში გაძლიერებას, ეს ყველაფერი მალევე გადაივლის ხოლმე.

Astrologia

ასეა ლილიტთან მიმართებაშიც. როდესაც ლილიტი თევზის პატრონი გადაწყვეტს სძლიოს მავნე მიდრეკილებებს, აუცილებლად გაათკეცებული ძალით მოდის ყველა მხრიდან ცდუნებები. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ მაშინაც კი, თუ თავს ერევა და ამ ცდუნებებზე უარს ამბობს, შეტევა არ ცხრება. წინა ინკარნაციებში დაგროვილი ნეგატიური კარმა თავისი ვალების გასტუმრებას ითხოვს და ასეთ დროს უკვე სხვა ადამიანები იჭრებიან თქვენს ცხოვრებაში. ისინი ცდილობენ თქვენ რწმენას ლაქა და ჩირქი მოსცხონ, აგირიონ ცხოვრება გამუდმებული ლოთობით, მოგატყუონ, სიცრუის ბადეში გაგხვიონ, ახლართონ თქვენ გარშემო ფარული ინტრიგების ქსელი. ეცადონ თქვენზე შავმაგიური ზემოქმედების მოხდენას, რაც შესაძლოა სხვადასხვა ფორმებით გამოვლინდეს - დაწყებული ძილის დარღვევებით და კოშმარებით, დამთავრებული სხვადასხვა სტრესებით, დეპრესიებით ჯანმრთელობის სერიოზული რყევებით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა