ივლისის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქის ყველა ნიშნისთვის, ასტროლოგ ვერა ხუბელაშვილისგან
ვერძი
რომანტიკულად დატვირთული ივლისი გელით. მამაკაცები სიურპრიზებითა და ყურადღებით აგავსებენ. ნუ ეცდებით, ახალ-ახალი თაყვანისმცემლების სირთულეებზე გამოცდას. აირჩიეთ ის, ვინც ყველაზე მეტად მოგწონთ და დატკბით სასიამოვნო ურთიერთობებით.
კურო
უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი და რომანტიკისთვის შეიძლება ვერც მოიცლოთ. ეს განსაკუთრებით მარტოხელებს ეხება. მათ ვინც მეწყვილე ჰყავთ, მაქსიმალურად უნდა მოინდომონ, რომ ურთიერთობაში ჰარმონიამ დაისადგუროს.
ტყუპი
მოულოდნელობებით აღსავსე ივლისი გელით. ვიღაც დაჟინებით მოითხოვს თქვენს ყურადღებას, ვიღაც რომანტიკულ პაემანს მოგიწყობთ. თუმცა, "ოქროს მთებს" ნუ
დაელოდებით, დატკბით იმით, რაც გაქვთ. თუ საქმე ქორწინებამდე არ მივა, დროს მაინც რომანტიკულად გაატარებთ.
კირჩხიბი
სიყვარულით აღფრთოვანებულმა შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელება დაიწყოთ. ამ სფეროში მოგეცემათ საკუთარი თავის მეტად გამოვლენის შესაძლებლობა. ზოგიერთს თავბრუდამხვევი პაემანი ელის, ზოგიც საქმის გამო რომანტიკას გვერდზე ჩააჩოჩებს.
ლომი
მარსის თქვენს ზოდიაქის ნიშანში გადაბრძანება "სისხლს აგიდუღებთ". რომანტიკული და სექსუალური თავგადასავლები გაგიტაცებთ. იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებით, რომ ყველას გულს ერთი ნახვით დაიპყრობთ.
ქალწული
სერიოზული ცვლილებებისთვის მოემზადეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობის რომანში გადაზრდა ელით. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. დაქორწინებულები ურთიერთობას გაარომანტიკულებენ. საყვარელ ადამიანს რომ ასიამოვნებთ, თქვენთვისაც სასიხარულო იქნება.
სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, შვებულება საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარო. მთვარია, ერთად იყოთ და სად წახვალთ და როდის, ამას მნიშვნელობა არა აქვს. საუკეთესო ადგილი, რა თქმა უნდა, რომანტიკული გარემოა, სადაც სამსახურიდან არავინ დაგირეკავთ.
მორიელი
ხმაურიანი ივლისი დაგიდგათ. ერთდროულად რამდენიმე ადამიანი გამოგიტყდებათ სიყვარულში. რომანტიკისა და ზოგ შემთხვევაში, ღალატისგან დაქორწინებული ნიშნებიც არ არიან დაზღვეულები. თავბრუდამხვევმა სიყვარულის ახსნამ შეიძლება მოვლენების სწორად შეფასებაში შეგიშალოთ ხელი.
მშვილდოსანი
შეიძლება თავადაც გაკვირვებული დარჩეთ, როცა აღმოაჩენთ, რომ ერთდროულად რამდენიმე მამაკაცისადმი განიცდით სიმპათიას. არავის რჩევას არ დაუგდოთ ყური. დამშვიდდით და თავად მიიღეთ გადაწყვეტილება ვისთან გსურთ ყოფნა. ხოლო იქნებით თუ არა იმასთან, ვისაც აირჩევთ, ისე, როგორც ეს თქვენ გინდათ, ეგ სხვა თემაა.
თხის რქა
რომანტიკული ნაცნობობა, სიმპათია და ინტერესთა თანხვედრა შეიძლება რომანში გადაიზარდოს. ვარსკვლავები ვერ მოგცემენ იმის გარანტიას, რომ ამ ადამიანთან 100%-ით ბედიერი იქნებით, მაგრამ ივლისი რომ დაუვიწყარი გექნებათ, ფაქტია. მთავარია, არ დამალოთ თქვენი გრძნობები.
მერწყული
რამდენიმე საპასუხსიმგებლო და სერიოზული ვალდებულების საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ რომანტიკული თავგადასავლებისთვის გამონახოთ დრო. ეცადეთ, არ ობიექტურად შეაფასოთ თქვენ გვერდზე მყოფი ადამიანები. იყავით მომთმენი და დაკვირვებული.
თევზები
რაც უფრო ხშირად დაესწრებით მხიარულ წვეულებებს და ეწვევით გართობის ადგილებს, მით მეტი შანსი გავქთ, რომ მარტოობა დაამარცხოთ. თუ ვინმე მოგეწონებათ, გამოთქვით მისი გაცნობის სურვილი, პირველმა გადადგით ნაბიჯი. როგორც წესი, ერთმანეთს საერთო ინტერესების მქონე ადამიანები იზიდავენ და იქნებ, ისიც გეძებთ?
წყარო: astrologi.ambebi.ge