თეგებით ძიება

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

ვერძი პარტნიორის სურვილების გათვალისწინებით იმოქმედეთ. მოერიდეთ ზედმეტ ეგოიზმს. კარგი დღეა გამოფენის, მოხსენების, არაოფიციალური შეხვედრებისთვის.
კურო
საქმეს უკეთ შეასრულებთ, თუ თანამოაზრეები გეყოლებათ. კარგი დღეა სამკურნალო პროცედურების ჩასატარებლად.

ტყუპი
გართობის დღეა. საქმეებსაც არაფორმალურ გარემოში მოაგვარებთ. უპრობლემოდ მიაღწევთ სასურველს.

კირჩხიბი
განახლების (ურთიერთობის, საქმეების, ნივთების) დღეა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

ლომი
დღეს ჩახლართულ საქმეებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

ქალწული
საქმეებს ახლობლების დახმარებით გაართმევთ თავს. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას.

სასწორი
დატკბით იმით, რაც გაქვთ. იყავით მეტად თამამი, კომუნიკაბელური. გამოავლინეთ საკუთარი თავი შემოქმედებაში.

მორიელი
დღეს რთულ ადამიანებთანაც კი გამონახავთ საერთო ენას. ორიგინალური იდეების განხორციელებაში უცხოებიც კი მზად იქნებიან, რომ დაგეხმარონ.

მშვილდოსანი
დილიდან პოზიტიური დღე გელით; საქმეები კარგად წაგივათ. სიმპათიას იგრძნობთ კოლეგების, პარტნიორებისგან, ფლირტი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

თხის რქა
სარფიანი ხელშეკრულებებისა და საყიდლების დღეა. კარგი დღე ელით მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მერწყული
საჩუქრების შერჩევის დღეა. ეცადეთ, საკუთარი თავიც არ დაივიწყოთ და გაინებივროთ. თუ არ იზარმაცებთ, ყველაფერი იდეალურად იქნება.

თევზები
გაგიმძაფრდეაბთ ინტერესი ტექნიკისა და ელექტრონიკისადმი. გათავისუფლდით ფარული კომპლექსებისგან.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა