კანარის კუნძულებზე 1000 ჰექტარ ფართობზე ტყე იწვის (ვიდეო)
კანარის კუნძულებზე ტყე იწვის. არქიპელაგის ერთერთ მთავარ კუნძულზე - გრან-კანარიაზე ხანძარი უკვე 1000 ჰექტარზეა მოდებული. მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს ტობვებს და უსაფრთხო ადგუკებშ აფარებს თავს, თუმცა მეხანძრე მაშველები აცხადებენ, რომ მოსახლეობის ევაკუაცია სავარაუდოდ კიდევ იქნება აუცულებელი, რადგან ძლიერი ქარის გამო ცეცხლი შეიძლება უფრო მეტ ფართობზე გავრცელდეს და ეროვნულ ნაკრძალს პინარ-დე- თამადაბას .
ხანძრისა ჩაქრობაში ორასი მეხანძრე, სპეცტექნიკა, რამდნიმე ათეული ვერტმფრენი და ჰიდროთვითმფრინავია ჩართული.
გუშინ ესპანეთის გვარდია დააპატიმრა 55 წლის მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ ხანძრის გამოწვევის მიზეზი გახდა. გამოძიების ინფორმაციით, მან დიდი სიცხის დროს ტყესთან ახლოს ელექტროშემდუღებელი აპარატი გამოიყენა.
წყარო:newposts.ge