თეგებით ძიება

ხალხის აქ დგომა აიძულებთ, რომ ვირთხებივით შეიპარონ ივანიშვილის შაპიტოში - ზურა ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, არალეგიტიმური პარლამენტი შეკრებას დიდი რაოდენობის საპოლიციო ძალების დახმარებით გეგმავს, რომელსაც ამ დროისთვის დაკავებული აქვს თითქმის მთელი სამთავრობო კვარტალი. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა პროტესტის მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ თვითგამოცხადებულ პარლამენტს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ლეგიტიმაცია არ ექნება.

"ის რომ ხალხი დგას აქ მათ აიძულებს, რომ ვირთხებივით შეიპარონ ბიძინას შაპიტოში, რადაც ეს პარლამენტი იქცევა მათი შესვლის შემდეგ. მათ შორის მნიშვნელოვანია დასავლეთმაც დაინახოს, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, ვინც ამას არ ეგუება... ეს დღე დარჩება ისტორიაში, როგორც დიდი სირცხვილის ლაქა.

მთელი პერიმეტრი სავსეა პოლიციელებით. ერთადერთი შანსი რომ რაღაც გააკეთონ, ზუსტად რუსულ სტილში შეიპარონ პოლიციის კორდონის უკან და შემდეგ გამოიყვანონ უკან და გაიყვანონ. ლეგიტიმაცია არ ექნებათ, შაპიტო იქნება, თვითონ იქნებიან შიგნით გამოკეტილი და ალბათ ყურადღებასაც აღარავინ მიაქცევს. ლეგიტიმაცია არ აქვთ არც მოქალაქეებისგან, ლეგიტიმაციას არ აძლევს არც 4 პოლიტიკური ჯგუფი, რომლებმაც ჯამში მოიგეს ეს არჩევნები და არ აქვთ არც საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

არცერთი ელჩი რომ არ ესწრება, მეტი რა უნდა გითხრან, ჩვეულებრივი დიპლომატიური სახეში გალაწუნებაა. მსგავსი რამე არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში. თვითონაც იციან, რომ ცირკში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ თვითონ ხელი აქვთ მოწერილი რომ იყვნენ ბიძინას ცირკი და ჩვენც დავაკვირდებით." - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა