თეგებით ძიება

"მაღალ თანამდებობაზე განაგრძობენ საქმიანობას" - რა თქვა პრემიერმა თანამდებობიდან წასულ მინისტრებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, უკვე ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბი, ილია დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, რატი ბრე­გა­ძე და ოთარ შა­მუ­გია საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გა­ნაგ­რძო­ბენ.

ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც სა­გა­რეო საქ­მე­თა, იუს­ტი­ცი­ი­სა და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბად ახა­ლი კან­დი­და­ტე­ბი წა­რად­გი­ნა.

"მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ილია დარ­ჩი­აშ­ვილს, რატი ბრე­გა­ძეს, ოთარ შა­მუ­გი­ას გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა იმ წარ­მა­ტე­ბა­ში, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას ჰქონ­და გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

სა­მი­ვე მათ­გა­ნი გა­ნაგ­რძობს საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც დე­ტა­ლებს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გაც­ნობთ“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრად კი და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბი წა­რად­გი­ნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა